ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ევროპა ლიგაზე „ლაიფციგთან“ თამაშის წინ აღნიშნა, არ დაგავიწყდეთ, იტალიის გუნდებს ეს თასი 1999 წლის მერე არ მოუგიათო. შეგახსენებთ, ევროპა ლიგას 2009 წლამდე უეფას თასი ერქვა … და 1999 წელს „პარმამ“ მოიგო. ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი და სხვა ვარსკვლევები თამაშობდნენ მაშინ ალბერტო მალესანის გუნდში… „23...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
თოფი და ოქროს ბურთი
„ოქროს ბურთის“ მფლობელი იგორ ბელანოვი (ფოტოზე მარცხნივ) იარაღით ხელში გამოჩნდა და უკრაინას იცავს. „დღეს შევხვდი ჩვენი ქვეყნის მებრძოლებს, მადლობა გადავუხადე მამაცობისთვისა და ვაჟკაცობისთვის, რომელსაც იჩენენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას, დიდებმა გმირებს!“ – დაწერა ბელანოვმა სოციალურ ქსელში. 61 წლის ბელანოვი ოდესაში დაბადებულ-გაზრდილია, საუკეთესო წლები კი კიევის „დინამოში“ გაატარა: ვალერი ლობანოვსკის სუპერგუნდში თავდამსხმელი იყო, თასების თასი...
ლე ტისიე – პრორუსი და კლუბიდან წასული
„საუთჰემპტონის“ ინგლისელ მეტ ლე ტისიეს პრორუსული განცხადების გამო მძლავრი კრიტიკა შეხვდა, რის გამოც გუნდიდან წასვლამ მოუწია… ვინ არის ლე ტისიე? „საუთჰემტონის“ ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ, ტექნიკური თავდამსხმელი იყო 90-იანებში. ლე ტისიემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტექსტი, უკრაინულ ბუჩაში მომხდარი ფაქტები ფალსიფიცირებულიაო, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. „მთელი ეს წლები „საუთჰემპტონის“ ელჩი ვიყავი, ჩემი შეხედულებები...
იბრას ჩაო?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ზაფხულში დაასრულოს კარიერა. შვედის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ იმოქმედა. იბრას „მილანთან“ კონტრაქტი ზაფხულში მთავრდება და ახლის გაფორმებაზე ჯერ არაფერი ისმის. წელიწადში 7 მილიონი ევრო – ასეთი ხელფასი აქვს შვედს და სერია A-ში ამ მხრივ ათეულშიც არ არის, მაგრამ „მილანში“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება კი აქვს. ისე, იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა...
ჟინოლა: კეინი მარადონაა
„ტოტენჰემის“ ყოფილმა გარემარბმა დავიდ ჟინოლამ ჰარი კეინი აქო და ადიდა. მეტიც, დიეგო მარადონას შეადარა… „კეინი გუნდის ახალი გამთამაშებელია. ის თან ცენტრფორვარდია, თან სირღმიდანაც თამაშობს. ახლა დიეგო მარადონასავითაა. მისია მოკლე პასები, გრძელი პასები, გოლები თამაშს ქმნის“. კეინს მართლაც საოცარი პასები აქვს. 9 ნომრის კვალობაზე განსაკუთრებული თამაშით გამოირჩევა. ჟინოლა ფრანგი გახლავთ, გარემარბად თამაშობდა პსჟ-ში, „ნიუკასლში“, „ტოტენჰემში“ და...
რუსებმა თამაში შეწყვიტეს
რუსულ არხზე „მატჩ. ფუტბოლ 3“ გერმანული ბუნდესლიგის მატჩს აჩვენებდნენ: „დორტმუნდი“ „ლაიპციგს“ ხვდებოდა… მე-13 წუთზე კომენტატორმა იგორ კიტმანოვმა გამოაცხადა, რომ რეპორტაჟი არ გაგრძელდებოდა. „სამწუხაროდ, ტრანსლაცია უნდა შევწყვიტოთ. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მიღებულია, რომ ფეხბურთი პოლიტიკის გარეშე უნდა იყოს, მაგრამ ბუნდესლიგაში ეტყობა ეს წესი არ მოქმედებს“,- თქვა კიტმანოვმა. საქმე ისაა, რომ დორტმუნდის სტადიონზე ბევრჯერ გამოჩნდა კადრი,...
ბენზემა = დი სტეფანო
იყო დრო, ქარიმ ბენზემას „რეალიდან“ გაშვებას ითხოვდნენ. „ან გონსალო იგუაინი უნდა წავიდეს, ან ბენზემა“, – ასეც იდგა საკითხი დაახლოებით 7-8 წლის წინათ და მერეც. თუმცა ბენზემა 33-34 წლის ასაკში მეორედ დაიბადა და ახლა უკვე „სამეფო კლუბი“ მის გარეშე წარმოუდგენელია. ბენზემამ ორი პენალტი გაუტანა „სელტას“ და ალფრედო დი სტეფანოს დაეწია რეალური გოლებით: 216! პირველ ადგილზე კრიშტიანუ...
გოლები გვატემალიდან
იცით, ვინ არის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი? გვატემალელი კარლოს რუისი. 39 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მეორე-მესამეზე კრიშტიანუ რონალდუ (36) და ალი დაეი (34) არიან. კარლოს რუისი ამით ამაყობს და ინტერვიუში თქვა, არ დავმალავ, მინდა, რომ სამუდამო რეკორდი ჩემი იყოს და რონალდუმ აღარ გაიტანოსო. ითამაშებს რონალდუ მონდიალის შესარჩევში კიდევ? ან გაიტანს ყატარში 4 გოლს? პორტუგალიელი...
18 წლის გოგონას სუპერგოლი
ქალთა ფეხბურთშიც გადის ასეთი გოლები. „ვილიარეალის“ 18 წლის გოგონამ სალმა პარალიელომ ასეთი პატარა წარმოდგენა შემოგვთავაზა, თან „ბარსელონას“ გაუტანა. „ვილიარეალი“ იგებდა და 1:6 წააგო… შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქალთა ფეხბურთში მაყურებელთა დასწრების მსოფლიო რეკორდი დამყარდა: „ბარსელონა“ – „რეალს“ შეხვედრას „კამპ ნოუზე“ 91500 მაყურებელი დაესწრო – არანორმალური რიცხვია ქალთა ფეხბურთის კვალობაზე.
ყველანი ერთ ქვაბში ჩაყარეს!
რონალდ დე ბურმა ლამის ტელესკანდალი მოაწყო ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს დღეებია, ყატარში ფიფას კონგრესი მიმდინარეობს, ხოლო 1 აპრილს მონდიალის წილისყრაა. ნიდერლანდების ნაკრების, „აიაქსის“, „ბარსელონასა“ და „გლაზგო რეინჯერსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ყატარში ადამიანების უფლებების დაცვის ფეხებზე დაკიდებაზე ისაუბრა… უფრო სწორად, იყვირა. ცნობილია, რომ ყატარში სტადიონების მშენებლობას 6500 მუშა-მიგრანტი შეეწირა. „მათ ყველა ეს ადამიანი...









