ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრამ გააწბილა. ინფანტინო შვეიცარიაშია დაბადებული, თუმც სახელ-გვარითაც ეტყობა, ფესვები საიდანაც აქვს. ამიტომაც, ბუნებრივია, ეწყინებოდა… „ტირილი მომინდა. ცუდი დროა ყველა იტალიელისთვის. ნაკრები მეორე მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს. მახოვს ჩემი ბავშვობის ემოციები 1978 და 1982 წლის მსოფლიოდან. მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ფეხბურთი უფრო მეტად შემიყვარდა. ახლა კი მეცოდებიან იტალიელი...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
ფიფამ მსოფლიო დაადუმა
სამი დღეა, მთავარი ამბები ფიფას კონგრესზე ხდება. იქ ელოდნენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ორგანო რუსეთს გარიცხავდა, ანუ დროებით შეუჩერებდა წევრობას, თუმცა აი, რა მოხდა: რუსული ენა ოფიციალურ ენად აქციეს ფიფაში. ეს იქნება დოკუმენტების გადაგზავნისას და ა.შ. ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული აქამდეც იყო, ახლა კი დამეტათა პორტუგალიური, არაბული და რუსული. რუსეთის ფიფადან გარიცხვის საკითხი არც განუხილავთ....
ცრემლები და გაზი
ნიგერია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა. განასთან სტუმრად 0:0-ის მერე შინ, აბუჯაში 1:1 ითამაშა… თამაში რომ დასრულდა, ასობით ნიგერიელი ფანი მოედანზე გადახტა, ბევრნიც სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბევრი ფანი დააკავეს. ასეა, ჯერ წაგებისგან დაღვრილი ცრემლები და მერე კიდევ ცრემლსადენი… განა 2010 წლის მერე პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ნიგერია კი წინა მსოფლიოზე...
ჰა, ბურთი…
ფიფამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთის პრეზენტაცია მოაწყო… ბურთს ჰქვია Al Rihla, რაც ქართულად ნიშნავს მოგზაურობას. Adidas – ის ბურთის დიზაინი აგებულია ყატარის უნიკალური არქიტექტურის მიხედვით და სახელმწიფო დროშით. 32 ნაკრებიდან 27 გასულია მსოფლიოზე. დარჩა 5 ადგილი. 2 დღეს გაირკვევა ჩრდილოეთ ამრიკიდან. მექსიკა, აშშ, კოსტა-რიკიდან ორნი გავლენ, ერთი კი ივნისში ფლეი-ოფში ითამაშებს. თუმცა ამ სქემაზე...
1 აპრილია, წილისყრა ადვილია
1 აპრილს დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფების წილისყრა გაიმართება. ოღონდ, 32 ნაკრები ხომ უნდა იყოს გასული? იმ დროისთვის 29 იქნება გასული და 3 ადგილი ვაკანტური დარჩება. ის სამივე ოთხი კალათიდან ბოლოში, მეოთხეში იქნება… რომელი სამი, ეს ახლა ვთქვათ: ივნისში შოტლანდია-უკრაინას შორის მოგებული შეხვდება უელსს. ამ სამიდან ერთ-ერთი გავა მონდიალზე. პლუს, ორი ფლეი-ოფი იქნება მუნდიალზე გასასვლელად. ეს...
დარიო მართალი
დონეცკის „შახტარის“ დირექტორმა და გუნდის ყოფილმა კაპიტანმა დარიო სრნამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გააკრიტიკა – ამ რუსული აგრესიის დროს მხოლოდ უკრაინული დროშის ფრიალი არ კმარა, საქმით გვერდში უნდა დაუდგეთო. კონკრეტულად: „მათ რეგისტრაციის ნება არ დართეს უკრაინის ჩემპიონატიდან წასულ ფეხბურთელებს. ეს ცუდი ჟესტია. არა მხოლოდ ინგლისს, იტალიასაც ეხება. ყვითელ-ლურჯი დროშის ფრიალი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფეხბურთელებს...
იქ ვიყავით და ვიცით !
WBC-ში სამუდამო მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინელი ერი ასეთი ერთიანი არასოდეს ყოფილა. სუპერმოკრივემ უკრაინელების დღევანდელ ყოფასა და სსრკ-ში უკან დაბრუნებაზე ილაპარაკა … „ახლა პატრიოტიზმის სასწაული ტალღა აგორდა. ყველა უკრაინელი მზადაა საბრძოლველად და მინდა გავიმეორო: არასოდეს დავდგებით მუხლებზე, დიქტატურაში არ ვიცხოვრებთ. თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვსურს. ადამიანური უფლებები პრიორიტეტია. ამიტომაც არ...
აზარისთვის სეზონი დასრულდა
ედენ აზარმა ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა. ბელგიელს აქილევსის მყესის პრობლემა აქვს და ოპერაცია სჭირდება. რაც აზარი „ჩელსიდან“ „რეალში“ გადავიდა, სხვა ფეხბურთელი გახდა – ასეთი სახეცვლილება უარესობისკენ იშვითია… ისე, ტრავმის გარეშეც ჩანდა, რომ კარლო ანჩელოტი ბელგიელს არ ენდობოდა. 115-მილიონიან კაცს ბევრი შანსი მისცა, მაგრამ ფაქტია, მიმდინარე სეზონის 17 მატჩში მან მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა....
ბომბარდირი და ომი
ეს 52 წლის ოლეგ სალენკოა, უკრაინელი, რომელმაც რუსეთის ნაკრებში ითამაშა და 1994 წლის მონდიალზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა. თანაბომბარდირი გახდა ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად. სალენკო სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, თავიდან „ზენიტში“ თამაშობდა, საიდანაც კიევის „დინამოში“ გადავიდა და სახელიც იქ გაითქვა. რუსეთის ნაკრებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა… მანამდე ერთი მატჩი უკრაინის ნაკრებშიც ითამაშა. იყო „ვალენსიაში“,...
ფლიკის რვიდან რვა
გერმანიამ ამხანაგურში 2:0 მოუგო ისრაელს. გოლები „ჩელსის“ ფეხბურთელებმა კაი ჰავერცმა და ტიმო ვერნერმა გაიტანეს. ვერნერმა ნამატჩევს ასეთი კომენტარი გააკეთა: „თამაშის კუთხით, გერმანიის ნაკრებში უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე „ჩელსიში“. აქ მეტი მომენტი მექმნება“. ეს ჰანს-დიტერ ფლიკის მე-8 მატჩი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ყველა მოიგო. რვიდან რვა, ბურთების შეფარდება 33:2. მართალია, ფლიკის თავკაცობით გერმანელები საშუალო და...









