სამი დღეა, მთავარი ამბები ფიფას კონგრესზე ხდება. იქ ელოდნენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ორგანო რუსეთს გარიცხავდა, ანუ დროებით შეუჩერებდა წევრობას, თუმცა აი, რა მოხდა:
რუსული ენა ოფიციალურ ენად აქციეს ფიფაში. ეს იქნება დოკუმენტების გადაგზავნისას და ა.შ. ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული აქამდეც იყო, ახლა კი დამეტათა პორტუგალიური, არაბული და რუსული.
რუსეთის ფიფადან გარიცხვის საკითხი არც განუხილავთ. სამაგიეროდ, სამი ქვეყანაა გარიცხული: კენია, პაკისტანი და ზიმბაბვე.
კიდევ, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა, მხოლოდ იდეა იყო, განხილვა არც კი ყოფილა… იქნება ისევ 4 წელიწადში ერთხელ.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
