დონეცკის „შახტარის“ დირექტორმა და გუნდის ყოფილმა კაპიტანმა დარიო სრნამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გააკრიტიკა – ამ რუსული აგრესიის დროს მხოლოდ უკრაინული დროშის ფრიალი არ კმარა, საქმით გვერდში უნდა დაუდგეთო. კონკრეტულად:„მათ რეგისტრაციის ნება არ დართეს უკრაინის ჩემპიონატიდან წასულ ფეხბურთელებს. ეს ცუდი ჟესტია. არა მხოლოდ ინგლისს, იტალიასაც ეხება. ყვითელ-ლურჯი დროშის ფრიალი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფეხბურთელებს პრაქტიკული მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს ფეხბურთელები ომმა შეაჩერა და თავის საყვარელ საქმეს არ აკეთებინებს. თითო კლუბს ერთი ფეხბურთელიც რომ დაემატებინა, კარგი იქნებოდა.
…პირიქით რომ ყოფილიყო და ინგლისში შეჭრილიყო რუსული არმია, დარწმუნებული ვარ, უკრაინის საფეხბურთო ორგანიზაციები ორ წუთში სატრანსფერო ფანჯარას გახსნიდნენ“.
სრნამ ომის პირველ დღეებში ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია მოითხოვა: ხმას არ იღებენ, ესე იგი, ამ აგრესიას ეთანხმებიანო. თანაც, უხამსი სიტყვებიც თქვა რუსეთის ხელმძღვანელებზე.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
