ბოსნია-საქართველო 0:1… ზედიზედ მეოთხე მოგება და აქედან სამი გოლის გაუშვებლად. მოგება საშუალო ევროპული კლასის ნაკრებთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო. ფურცელზე ეს მშვენიერია, აისახება რეიტინგში, კარგია ფსიქოლოგიურად და თავდაჯერებას შემატებს ფეხბურთელებს. ტაქტიკურად რაც მოგვეწონა, სინქრონი იყო ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. 4-3-3-დან 4-2-3-1, წინ ბუდუ ზივზივაძით, რომელსაც ბოლო დროს კარგი პერიოდი აქვს და ვილი სანიოლი ენდო. წინა...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
ფაბიო კანავარო იტალიაში?
რობერტო მანჩინი გმირიდან ანტიგმირად იქცა. იტალია ზედიზედ მეორედ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა… ეს ფიასკოა: იტალია-ჩრდილოეთ მაკედონია 0:1. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შინ წააგო. უკვე ალაპარაკდნენ მანჩინის შესაძლო შემცვლელზეც. ეს ფაბიო კანავაროა – მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი. კანავარო 5 წელიწადი ჩინეთში მუშაობდა: „ტიანძინში“, „გუანჯოუში“ და ცოტა ხანს ჩინეთის ნაკრებშიც. და ისიც დაიწერა, კანავაროს თანაშემწედ...
რუსი ტალანტის ადგილზე ცარიელი გრაფა დატოვეს…
ინგლისურმა Goal.com-მა მსოფლიოს 10 ტალანტის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულები. პირველ ადგილზეა ინგლისელი ჯუდ ბელინგემი, რომელიც „დორტმუნდის“ ერთერთ მთავარ ძალად იქცა. მთლიანობაში, ათეულში ვინც არიან, გულშემატკივრებისთვის ცნობილები არიან… სხვათა შორის, მე-11 ადგილზე რუსი არსენ ზახარიანი გაიყვანეს, მაგრამ ამოშალეს და ახლა იქ ცარიელი ადგილი დატოვეს. აი, სიაც: ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“) ფლორიან...
რას ამბობენ რუსეთში კვარაცხელიაზე?
საფეხბურთო წრეში ცნობილი რუსების კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიაზე… უკვე ცნობილი ამბავია, რომ ხვიჩა სანაკრებო თამაშების მერე „რუბინში“ არ დაბრუნდება და ახალ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს. საპასუხოდ კი რუსები აი, რას ამბობენ. ვიაჩესლავ კოლოსკოვი (ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტი): „დაბრუნდება თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჰკითხეთ კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელს. ნათელი წერტილი იყო ადრე, ახლა...
ვან გაალი ფიფას: თქვენთვის ფეხბურთი მხოლოდ ფულია
ლუი ვან გაალს კორონავირუსი დაუდგინდა და უახლოეს პერიოდს იზოლაციაში გაატარებს, შესაბამისად, ნიდერლანდების ნაკრებს ვერ გაუძღვება. ნიდერლანდებს ორი ამხანაგური ელით: 26 მარტს დანიასთან, ხოლო 29-ში გერმანიასთან. ამასთან, ვან გაალმა ფიფა გააკრიტიკა, მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარება არასწორიაო. „ადრეც ვამბობდი და არ მომერიდება. ფიფას მხოლოდ ფინანსური მოგება აინტერესებს. მსოფლიო უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომელზეც ფიფაში ამბობენ, რომ უნდა განვითარდესო....
პოლონელები ომს სხვებზე მეტად ვგრძნობთ
რობერტ ლევანდოვსკიმ ომის გარშემო ისაუბრა. „ბაიერნის“ სუპერთავდამსხმელი მოხარულია, რომ პოლონეთმა ღიად დაუჭირა მხარი ომის შეწყვეტას და მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. „ახლა ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია. ჩემთან მოდიან უცხო ადამიანები და მეუბნებიან, რომ პოლონელები ღირსეულად იქცევიან, რაც მახარებს. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ რუსეთის ნაკრებთან არ გვეთამაშა და ეს გააზრებულად გამოვაცხადეთ. სხვა გზა არ გვქონდა. …...
საუთგეიტი: ყატარი პრობლემაა
ქალები? ლგბტ? გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ ყატარში ბევრი ინგლისელი გულშემატკივრის ჩასვლა საშიში იქნება. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი აკონკრეტებს, ყატარში ადამიანის უფლებები არაა დაცულიო. „ვფიქრობ, საკმაოდ დავინახე პრობლემები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს შეიძლება ახლდეს. უსაფრთხოებას ვგულისხმობ. სტადიონების მშენებლობისას იყო შემთხვევები, მაგრამ ყველაფერი მზადაა. ახლა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ვფიქრობ, პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ. … გარდა...
ვენგერი ნარკოტიკის გარეშე
არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ ბოლო 4 წელია, თავს უცნაურად გრძნობს, ანუ მას მერე, რაც სამწვრთნელო საქმეს თავი დაანება. ლონდონის „არსენალის“ ფრანგმა ლეგენდამ ფიფაში გადაინაცვლა, სადაც ფეხბურთის გლობალურად განვითარების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობს. მანამდე იყო სხვადასხვა კლუბები და მერე, 22 წელიწადი „არსენალი“… „40 წელი მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი სხვაგვარად ვცდილობ ფეხბურთისთვის დამხრების გაწევას. მწვრთნელობა მენატრება და გულში...
ელ კლასიკო ბენზემას გარეშე
ქარიმ ბენზემა „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩს გამოტოვებს. „ელ კლასიკო“ 20 მარტს გაიმართება მადრიდში. ბენზემას გარეშე „რეალი“ წარმოუდგენელიც კი გახდა, ასე რომ, ეს დიდი დანაკლისია. მადრიდელთა ცხრიანმა „მალიორკასთან“ შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და ვერც პარასკევს ივარჯიშა, ვერც შაბათს. ესპანელები წერენ, რომ ამ ეტაპზე ბენზემას თამაში გამორიცხულია და საფრანგეთის ნაკრებსაც დააკლდება მარტის ბოლოს ჩასატარებელ ამხანაგურებში. ჩავის „ბარსელონას“ კი...
გზა სევილიისკენ, გზა ტირანასკენ
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალ – ნახევარფინალების წილისყრა. ევროპა ლიგით დავიწყოთ, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა. ჯერ მარტო „ბარსელონა“ რად ღირს… ჩავის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს სწორედ აქეთაა გადართული: საშინაო სარბიელზე ვერც ლა ლიგას მოიგებს, ვერც სამეფო თასს. აი, წყვილებიც: „ლაიფციგი“ – „ატალანტა“; „აინტრახტი“ – „ბარსელონა“; „ვესტ ჰემი“...









