გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების წილისყრა. ერთი ქვეყნის გუნდების დაპირისპირება მეოთხედფინალებში არ იქნება… „ჩელსი“ – „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ –„ატლეტიკო“, „ვილიარეალი“ – „ბაიერნი“, „ბენფიკა“ – „ლივერპული“ ნახევარფინალში ასე დაწყვილდებიან: „ჩელსი“ – „რეალში“ მოგებული შეხვდება „სიტი“ – „ატლეტიკოში“ მოგებულს. „ვილიარეალი“ – „ბაიერნში“ უკეთესი კი „ბენფიკა“ – „ლივერპულში“ მოგებულს. მეოთხედფინალები ჩატარდება 5-6 და 12-13 აპრილს, ნახევარფინალები 26-27...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
თბილისის დინამოს დარი გუნდი კიდევ არის დარჩენილი?
„ვესტ ჰემი“ 1981 წლის მერე პირველად გავიდა ევროტურნირების მეოთხედფინალში, იმ 81-ში კი, როგორც იცით, თბილისის „დინამოსთან“ გავარდა: შინ 1:4 და დინამოელთა დიდებული თამაში. 41 წელიწადი გავიდა. ბრიტანულმა პრესამ ეს ფაქტი აღნიშნა და ნოდარ ახალკაცის გუნდს ქება არ დააკლო. გაიხსენეს დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე… აი, რას ეუბნება Talksport-ის ჟურნალისტი „გლაზგო რეინჯერსისა“ და შოტლანდიის ნაკრების...
სად ოქროს ბურთი და სად შოიგუ?!
ცოტა რაკურსი: ვინც არ იცის, ფოტოზე უკრაინელი იგორ ბელანოვია თავისი „ოქროს ბურთით“, 1986 წელს რომ მოიგო. კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორვარდი… ამ ისტორიაზე ადრეც დაგვიწერია, კაცმა „ოქროს ბურთი“ მოიგო და იმავე წელს სსრკ საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრ ზავაროვი გახდა. … ამ ომის დროს ბელანოვმა ტექსტი დაწერა, სადაც ომის შეწყვეტას ითხოვს. უკრაინულ პრესაში კი ცუდი...
4 ქულა… აზრი?
„დორტმუნდმა“ „მაინცს“ სტუმრად 1:0 მოუგო და 4 ქულითღა ჩამორჩება ბუნდესლიგის ლიდერ მიუნხენის „ბაიერნს“. აქსელ ვიტცელმა 87-ე წუთზე გატანილი გოლით დააბრუნა ინტრიგა გერმანიის ჩემპიონატში. თან, გუნდებს ერთმანეთში სათამაშო აქვთ, მიუნხენშია დარჩენილი ეს მატჩი, სულ კი ბუნდესლიგაში 8 ტური დარჩა. მაგრამ, ვითომ ნამდვილად დაბრუნდა ინტრიგა? ქულებით თითქოს დიახ, მაგრამ რეალურად არის კი „დორტმუნდი“ „ბაიერნის“ შემჩერებელი ამ ეტაპზე?...
კბილებით უკრაინისთვის
„მანჩესტერ სიტისა“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ალექსანდრ ზინჩენკომ კიდევ ერთხელ ისაუბრა ომზე და ერთ ამბავს გაუსვა ხაზი, რუსი ფეხბურთელების დასჯა არც მე მსიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, ისინი ხმას არ იღებენო… – ეს პოლიტიკა კი არა, ნამდვილი ომია. 24 თებერვლიდან მოყოლებული, გუნდში ფეხბურთელებს ყოველდღიურად ვაჩვენებ კადრებს, თუ რა ხდება უკრაინაში. ისინი თავში ხელს წაივლებენ და ამბობენ, ვერ...
გოლი საელჩოდან
ანდრეი შევჩენკომ რუსეთ-უკრაინის 1999 წელს გამართული მატჩი გაიხსენა, როცა 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, ანგარიში გაათანაბრა და შესარჩევი ჯგუფიდან გაიყვანა თავისიანები. აქვე გთავაზობთ იმ ეპიზოდის ვიდეოს, რომელშიც რუსი კომენტატორის გასაცოდავებული ხმაც კარგ ისმის. მაშინ შევჩენკომ საჯარიმო დაარტყა, რუსების მეკარე ალექსანდრ ფილიმომოვს ლაფსუსი მოუვიდა და საკუთარ კარში შეიტანა ბურთი – 1:1. ფრე კი უკრაინელებისა იყო. „პირველი მატჩი...
დევისი – მიოკარდიტი მორჩა
კარგი ინფორმაცია: ალფონსო დევისმა ვარჯიში დაიწყო. იანვარში მას მიოკარდიტის სიმპტომები აღმოუჩინეს, რაც დატვირთვებისას ზოგადად საშიშია და ამიტომაც გამოკვლევები იყო საჭირო. გულთან დაკავშირებული პრობლემებია, კითხვები რჩებოდა. მიოკარდიტის აღმოჩენამდე დევისმა კორონავირუსი გადაიტანა. და სწორედ პოსტკოვიდური შემოწმებისას აღმოაჩინეს ეს სიმპტომები. „ბაიერნის“ 21 წლის კანადელი მარცხენაფლანგელი მართლაც მაგარი ფეხბურთელია. სამი-ოთხი კვირა კიდევ ვერ ითამაშებს, რადგან დატვირთვები ნელ-ნელა უნდა გაზარდოს.
დიდი სტვენა და გინება მესისა და ნეიმარს
პსჟ – „ბორდო“. კვირის მატჩში პარიზელთა ფანები მტრულად დახვდნენ თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ბრაზილიელ ნეიმარსა და არგენტინელ ლეო მესის. აი, კილიან მბაპეს კი ეს რისხვა ასცდა – „რეალთან“ კარგი თამაშების გამო… „პარკ დე პრენსზე“ ნეიმარის ბურთის მიღებისთანავე სტვენა იწყებოდა და გინებასაც არ აკლებდენ. გოლი გაიტანა და მაინც… ამ დროისთვის ანგარიში პარიზელებისა გახლდათ. პირველი მბაპემ...
126 მილიონი ათამაშდა
ჟოაო ფელიში ათამაშდა. პორტუგალიელმა ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „ატლეტიკომ“ 3:1 მოუგო „კადისს“ და ლა ლიგაში მეოთხე ადგილი გაიმყარა. 126-მილიონიანი ჟოაო ათამაშდა და შესაბამისად, „ატლეტიკო“ სხვა გუნდი გახდა. ბოლო შეხვედრებში დიეგო სიმეონეს გუნდი ფორმაში შევიდა და ვნახოთ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგაში რას იზამს. შინ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ მანკუნიანელები ისეთ დღეში არიან, რომ ესპანელების...
კონტემ რუსი სპორტსმენები დაიცვა
„ტოტენჰემის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია არასამართლიანია, სპორტსმენებს არაფერი დაუშავებიათო. „ძალიან სამწუხაროა, რომ ომი სპორტზეც მოქმედებს. მთლიანად სპორტულ სამყაროზე. ადამიანი ყოველდღიურად ვარჯიშობს, რათა შეჯიბრებაზე კარგად გამოვიდეს. და ამ დროს დისკვალიფიკაცია. …გასაგებია, ომის დროს დამნაშავეები უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სპორტსმენია საბრალო. იმედია, მალე ყველაფერი მოგვარდება. 2022 წელია და როცა ასეთ რამეს ხედავ,...









