უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა და ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ვლადიმირ პუტინის შესახებ, ასევე ომის გამო მომხდარ საფეხბურთო რეფორმებზე ისაუბრეს. ალექსანდრ ჩეფერინი „პუტინთან ურთიერთობაზე? ადრე ყველაფერი კორექტულად იყო. მუდამ კარგად მომზადებული გვხვდებოდა. ზოგადად კი, არა მგონია, ფეხბურთის დიდი ფანი იყოს, სხვა სახეობები უფრო იზიდავს. გული მწყდება, როცა სპორტსმენებს დისკვალიფიკაციას ვაძლევთ, რადგან ეს ომი კონკრეტულად მათი ბრალი...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
ატალანტა – როგორ არიან უკრაინელი და რუსი?
ბერგამოს „ატალანტა“ რომ მაგარი და უხვგოლიანი გუნდია, ეს ცნობილი ამბავია. „ატალანტაში“ უკრაინელიც თამაშობს და რუსიც: რუსლან მალინოვსკი და ალექსეი მირანჩუკი. როგორაა მათი ურთიერთობა ამ ომის დროს? „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ისაუბრა… „რასაც მალინოვსკი აკეთებს, მართლაც გულისამაჩუყებელია. მეუღლესთან ერთად ყველაფერზე მიდის ხალხის დასახმარებლად. ამ ომმა ჩვენი კლუბი შეაწუხა. მაგალითად, ჩემთვის ეს უფრო შოკისმომგვრელი თემაა, ვიდრე...
რუი კოშტა და ლუიზაო: დახმარება უკრაინას
ლისაბონის „ბენფიკას“ ყოფილი ლიდერები რუი კოშტა და ლუიზაო, ჰუმანიტარულ ფონდს შეუერთდნენ, რომელიც პორტუგალიაში შექმნეს უკრაინელების დასახმარებლად. რუი კოშტა, გემახსოვრებათ, მაგარი ათი ნომერი იყო, თამაშს ხატავდა. „მილანში“ თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ლუიზაო კი ბრაზილიელი მცველი ახლო წარსულში… ისინი ახლა პორტუგალიური გრანდის დირექტორატში მუშაობენ. „ბენფიკაში“ უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი თამაშობს. „ამას სპორტთან საერთო არაფერი აქვს. ეს...
გვარდიოლა: სადაა ნატო? სადაა ამერიკა?
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ომის შესახებ ისაუბრა – კიდევ ვერ დამიჯერებია, რაც ხდებაო. მან პოლიტიკური სამყარო დაანაშულა: აქამდე უნდა მოხერხებინათ და ომი შეეჩერებინათო. „სიტიში“, როგორც იცით, ოლექსანდრ ზინჩენკო თამაშობს. უკრაინელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში („სპორტინგთან“ 0:0) ძირითადში იყო. „მსოფლიო დრამა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ადამიანის სურვილის გამო ზოგიერთი ქვეყანა ინგრევა. მსოფლიო ადრინდელივით დუმს. ხალხი სასოწარკვეთილია,...
ნეიმარი და დონარუმა: ვისი ბრალია?
ნეიმარმა და ჯანლუიჯი დონარუმამ „რეალი“ – პსჟ-ის მატჩის მერე კინაღამ ერთმანეთს დაარტყეს. უფრო სწორად, იჩხუბეს, მაგრამ სიტყვიერად – უყვირეს ერთმანეთს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თანაგუნდელები კი აშველებდნენ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნეიმარმა პირველ გაშვებულ გოლში დაადანაშაულა დონარუმა. იტალიელმა მეკარემ კი უპასუხა, მეორე გოლზე სად დაკარგე ბურთიო. ისინი ხმამაღლა უყვიროდნენ ერთმანეთს. ფრანგული პრესა კი კიდევ უფრო საფუძვლიანად...
ვინ ეტყვის ბარსელონას „არა“-ს?
სად გადავა ერლინგ ჰოლანდი? სამი ფავორიტია გამოკვეთილი: „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“ და „ბარსელონა“. ხან ერთზე წერენ, ხან მეორეზე, ხან მესამეზე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდს ტრავმები მიეძალა. აი, „ბარსას“ მწვრთნელის, ჩავის კომენტარიც: „ჯერ არ ვიცი ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონასთვის“ ერთქვას „არა“. ფეხბურთელს უნდა გააგებინო, რომ ეს სათავისო კლუბია, საუკეთესოა და შენანიშნავ ქალაქში ითამაშებს. სხვა ვერაფერს...
0:5 და ზედ გინება
ინგლისურ პრემიერლიგაში ანტონიო კონტეს „ტოტენჰემმა“ 5:0 გაანადგურა ფრენკ ლემპარდის „ევერტონი“. რას აკეთებს ამ დროს წაგებულთა მწვრთნელი ხომ იცით? მეტწილად ასეთი ტექსტებით გამოდის, ჯადოქარი ხომ არ ვარ, რა გუნდი ჩავიბარე ხომ იცითო. ლემპარდმაც ასე თქვა, ახალი მოსული ვარ და პრობლემებს ერთ ღამეში ვერ მოვაგვარებო. „წინა კვირაში ყველაფერი კარგად იყო. სათამაშო გეგმაც, დისციპლინაც. დღესაც კარგად დავიწყეთ, 15...
კავაზაშვილი: ჩვენი ბიჭები და უცხოელი ვირთხები
ანზორ კავაზაშვილმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, რომ თურმე რუსულ ფეხბურთს არაფერი მოაკლდება ლეგიონერების წასვლით. წარსულში საბჭოეთის ნაკრების მეკარემ აღნიშნა, რომ უცხოელები რუსებს ადგილს ართმევენ, ზღუდავენ და აგენტების თამაში მიმდინარეობს. ანზორ კავაზაშვილი: „რუსეთში უსუსტესი ლეგიონერები არიან… მათი წასვლით ვის რა დააკლდება? ყველანაირ ნაგავს აქ გვიყრიან! შეხედეთ კრალსა და ვლაშიჩს „ვესტ ჰემში“. აქ ხომ იყვნენ და რეკლამა...
პეპი: ასეთი მეტოქე კარიერაში არ მყოლია
დაახლოებით ერთი თვის წინ იურგენ კლოპმა თქვა, რომ „ლივერპული“ პეპის „მანჩესტერ სიტისთვის“ უკანალში ტკივილივითაა, არ გვასვენებსო… პეპ გვარდიოლამ კი დღეს განაცხადა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე „ლივერპულია“. მოკლედ, კომპლიმენტები იცვლება. ინგლისის ჩემპიონატში 3 ქულაა სხვაობა. „სიტი“ წინაა და ვნახოთ, როგორი ფინიში გვექნება. გვარდიოლამ სხვაც დაამატა: „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ „ლივერპულის“ უკანალში ტკივილს...
ჰეი, ჯუდ!
ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველია, ინგლისელი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა – ძირითადში არა, მაგრამ ესეც საქმე იყო ამ ასაკის ბიჭისთვის. ბელინგემი ჭკვიანი და მებრძოლი ცენტრალური ნახევარმცველია, კარგი პასითა და დაყენებული დარტყმით. თუმცა ახლა მის სხვა თვისებებზე ვიტყვით. 18 წლის ჯუდი 10-12 წლით უფროს პარტნიორებს ისე უყვირის, იფიქრებ, თავისი გაზრდილები არიანო. ამბობენ, გასახდელშიც ერთ-ერთი ლიდერია, მის...









