ანზორ კავაზაშვილმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, რომ თურმე რუსულ ფეხბურთს არაფერი მოაკლდება ლეგიონერების წასვლით.
წარსულში საბჭოეთის ნაკრების მეკარემ აღნიშნა, რომ უცხოელები რუსებს ადგილს ართმევენ, ზღუდავენ და აგენტების თამაში მიმდინარეობს.
ანზორ კავაზაშვილი: „რუსეთში უსუსტესი ლეგიონერები არიან… მათი წასვლით ვის რა დააკლდება? ყველანაირ ნაგავს აქ გვიყრიან! შეხედეთ კრალსა და ვლაშიჩს „ვესტ ჰემში“. აქ ხომ იყვნენ და რეკლამა ჰქონდათ…
„ვესტ ჰემში“ ჩანს, რასაც წარმოადგენენ, უკანალით სკამს ხეხავენ. რომც წავიდნენ, ისინი ევროპაში არავის სჭირდება“.
კავაზაშვილმა უფრო უხეშადაც თქვა:
„ვირთხები გარბიან გემიდან. წავიდნენ, ჩვენი ბიჭები უკეთ ითამაშებენ“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
