ინგლისურ პრემიერლიგაში ანტონიო კონტეს „ტოტენჰემმა“ 5:0 გაანადგურა ფრენკ ლემპარდის „ევერტონი“.რას აკეთებს ამ დროს წაგებულთა მწვრთნელი ხომ იცით? მეტწილად ასეთი ტექსტებით გამოდის,
ჯადოქარი ხომ არ ვარ, რა გუნდი ჩავიბარე ხომ იცითო.
ლემპარდმაც ასე თქვა, ახალი მოსული ვარ და პრობლემებს ერთ ღამეში ვერ მოვაგვარებო.
„წინა კვირაში ყველაფერი კარგად იყო. სათამაშო გეგმაც, დისციპლინაც. დღესაც კარგად დავიწყეთ, 15 წუთი ზუსტად ისე ვთამაშობდით, როგორც მსურდა. „ტოტენჰემს“ სივრცეებს ვუკეტავდით. „ტოტენჰემი“ ხომ ის გუნდია, რომელიც გამოკვეთილად კონტრშეტევებს ირჩევს. ძირითადად გვქონდა შეცდომები დაცვაში, თუმცა პირველი გოლის მერე წინ ასევე ავირიეთ“.
ამასთან, ლემპარდს „ტოტენჰემის“ გულშემატკივრებიც აგინებდნენ: როგორც ჩელსელი, ბუნებრივია, არ უყვართ… „ლამპარდ, შენ ჩასვრილი ჯერარდი ხარ“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
