დაახლოებით ერთი თვის წინ იურგენ კლოპმა თქვა, რომ „ლივერპული“ პეპის „მანჩესტერ სიტისთვის“ უკანალში ტკივილივითაა, არ გვასვენებსო…პეპ გვარდიოლამ კი დღეს განაცხადა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე „ლივერპულია“.
მოკლედ, კომპლიმენტები იცვლება.
ინგლისის ჩემპიონატში 3 ქულაა სხვაობა. „სიტი“ წინაა და ვნახოთ, როგორი ფინიში გვექნება.
გვარდიოლამ სხვაც დაამატა: „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ „ლივერპულის“ უკანალში ტკივილს ვგავართ. კარგად თქვა კლოპმა. ბევრჯერ მითქვამს, რომ მწვრთნელის სიდიდე მენტალიტეტში და წლიდან წლამდე გამარჯვებების წყურვილში გამოიხატება. სამი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ მაინც თავდახრილები ვმუშაობთ.
… „ლივერპულთან“ დაპირისპირება საოცარია. ისინი ძალიან კარგები არიან. 13 წელია, რაც მწვრთნელი ვარ და ასეთი ძლიერი მეტოქე არ მყოლია“.
ისე, სხვა პრინციპული მეტოქე ვინ ჰყავდა გვარდიოლას გუნდებს? „რეალი“…
„ბაიერნში“ მუშაობისას გერმანიის ჩემპიონი ხდებოდა და „დორტმუნდი“ ბოლომდე წინააღმდეგობას ვერ უწევდა.
და „სიტიში“? მთავარი მოცილე სულ „ლივერპულია“, რომელმაც შარშანწინ წაართვა ჩემპიონობა და ვინ იცის, იქნებ წლეულსაც…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
