
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა და ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ვლადიმირ პუტინის შესახებ, ასევე ომის გამო მომხდარ საფეხბურთო რეფორმებზე ისაუბრეს.ალექსანდრ ჩეფერინი „პუტინთან ურთიერთობაზე? ადრე ყველაფერი კორექტულად იყო. მუდამ კარგად მომზადებული გვხვდებოდა. ზოგადად კი, არა მგონია, ფეხბურთის დიდი ფანი იყოს, სხვა სახეობები უფრო იზიდავს. გული მწყდება, როცა სპორტსმენებს დისკვალიფიკაციას ვაძლევთ, რადგან ეს ომი კონკრეტულად მათი ბრალი არაა, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოს სახელით ერთიანობა უნდა გამოვავლინოთ“.
ზეპ ბლატერი „ახლანდელ და ძველ სიტუაციებს რომ ვადარებ, ვხვდები, რომ პუტინი უკვე სხვა ადამიანია და მეც შემეცვალა აზრი. რაც შეეხება რუსული გუნდების დასჯას, სპორტი სამართლიანია და გარკვეული ეჭვების მერე, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა რუსებს წითელი ბარათი უჩვენეს. მოხარული ვარ, რომ შვეიცარიამაც სწორი და ხმამაღალი სიგნალი მისცა. უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებ“
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
