ლიეტუვის კალათბურთის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ, ქართველი გულშემატკივრის კარგმა ნაცნობმა არვიდას საბონისმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მკაცრი კომენტარი გააკეთა.
„მე რუსებს არ ველაპარაკები! — უთხრა „ჟალგირისის“, „ფორუმ ვალიადოლიდის“, „რეალის“ და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ყოფილმა ცენტრმა ვებგვერდ „15 წუთს“.
მან განაგრძო: „ისინი ყველანი გაუწონასწორებლები არიან. პროპაგანდა გუშინ არ დაწყებულა. ამ მატყუარების ნდობა ცხოვრებაში აღარ შეიძლება. მშვიდობის მტრედები არიან? მშვიდობის ქვეყანაა? კი მაგრამ, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბომბვა? მე მათთან ლაპარაკის სურვილი აღარ მაქვს“.
გუშინ, ევროლიგაში, „ჟალგირისმა“ „ბარსელონას“ 91:84 მოუგო. ამ შეხვედრაში, რომელიც ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის ანუ საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევის დღეს დაემთხვა, კაუნასის გუნდი ტრადიციული მწვანე ფორმის ნაცვლად უკრაინული დროშის ფერებში გამოეწყო, „ბარსამ“ კი ზურგზე მოთამაშეების გვარ-სახელის მაგივრად დაიწერა Stop war ანუ შეწყდეს ომი.
როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, „ჟალგირისმა“ გამოაცხადა, რომ რუსულ გუნდებს აღარ ეთამაშება. კაუნასელებმა ევროლიგის სხვა გუნდებსაც მოუწოდეს იგივე გაეკეთებინათ. მოგვიანებით, კლუბებმა გადაწყვიტეს რუსულ გუნდებთან ყველა შეხვედრა შეეჩერებინათ.
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში რუსეთის აგრესია 21 მარტამდე არ დასრულებდა ცსკა, ყაზანის „უნიკსი“ და სანკტ პეტერბურგის „ზენიტი“ შეჯიბრებიდან მოიხსნებიან.
საერთო შეთანხმებით, საბოლოო ცხრილები რუსულ გუნდებთან ნათამაშევი შეხვედრების გაუთვალისწინებლად შედგება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
