ლიეტუვის კალათბურთის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ, ქართველი გულშემატკივრის კარგმა ნაცნობმა არვიდას საბონისმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მკაცრი კომენტარი გააკეთა. „მე რუსებს არ ველაპარაკები! — უთხრა „ჟალგირისის“, „ფორუმ ვალიადოლიდის“, „რეალის“ და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ყოფილმა ცენტრმა ვებგვერდ „15 წუთს“. მან განაგრძო: „ისინი ყველანი გაუწონასწორებლები არიან. პროპაგანდა გუშინ არ დაწყებულა. ამ მატყუარების ნდობა ცხოვრებაში აღარ შეიძლება. მშვიდობის მტრედები არიან?...
