კონტემ რუსი სპორტსმენები დაიცვა

Home აქეთურ-იქითური კონტემ რუსი სპორტსმენები დაიცვა
კონტემ რუსი სპორტსმენები დაიცვა
Antonio Conte and Inter Now Headed Towards a Parting of the Ways„ტოტენჰემის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია არასამართლიანია, სპორტსმენებს არაფერი დაუშავებიათო.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ომი სპორტზეც მოქმედებს. მთლიანად სპორტულ სამყაროზე. ადამიანი ყოველდღიურად ვარჯიშობს, რათა შეჯიბრებაზე კარგად გამოვიდეს. და ამ დროს დისკვალიფიკაცია.
…გასაგებია, ომის დროს დამნაშავეები უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სპორტსმენია საბრალო. იმედია, მალე ყველაფერი მოგვარდება. 2022 წელია და როცა ასეთ რამეს ხედავ, სამწუხაროა“.
კონტემ „ჩელსის“ ამბებზეც გააკეთა კომენტარი. კლუბში ფინანსური გაურკვევლობაა, რომან აბრამოვიჩს კლუბის გაყიდვა უწევს.
„მე „ჩელსიში“ ვმუშაობდი, იქ ორი ტიტული მოვიგე და უფრო მეტად მწყდება გული. თომას ტუხელი და ფეხბურთელები ნერვიულობენ, რაც ბუნებრივია“.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ