ორი გოლი და ორივე დამატებით დროში, ოღონდ აიმერიკ ლაპორტესი პირველი ტაიმის მიწურულს, ხოლო გაბრიელ ჟესუსისა მატჩის საფინალო სასტვენის წინ — „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” სტუმრად 2:0 მოუგო, 3 ქულა ჩაიწერა და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. რასაკვირველია, „ქალაქელებს” „ლივერპულზე” ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ყველა ლივერპულის შვიდქულიან დაწინაურებას ელოდა, რეალურად...
ჭდე: ევერტონი
შავი სამკლავურები არ შეიბეს
„მილუოლისა” და „ევერტონის” მოთამაშეებმა ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩის დღეს ემილიანო სალას პატივსაცემად შავი სამკლავური არ გაიკეთეს. მიზეზი: ავიაკატასტროფაში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახმა ინგლისური ფეხბურთის შეფებს სთხოვა ასე. შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” ამ ზამთარს, 15 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ როდესაც პატარა ტურისტული თვითმფრინავით პილოტთან ერთად ლა მანშს სერავდა, გრიგალში გაუჩინარდა. ხუთშაბათს ემილიანო...
კაცი სახეში დაჭრეს
„მილუოლისა” და „ევერტონის” სათასო მატჩის წინ, სამხრეთ აღმოსავლეთ ლონდონში, სადაც „მილუოლი” ბინადრობს, გულშემატკივართა შორის ქუჩური ჩხუბი ატყდა. ერთი ადამიანი დანით სახეში დაჭრეს. საკუთრივ თამაში დამთავრდა „მილუოლის” გამარჯვებით 3:2. ეს გახლდათ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა. დაზარალებულს თავიდან სასაწრაფოს ექიმებმა უმკურნალეს, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ერთი კაცი დაიჭირა, რომელსაც ხელში გალესილი დანა ეჭირა, ოღონდ...
ლივერპულის უცნაური გოლი (ვიდეო)
პრემიერლიგის მე-14 ტურში მერსისაიდური დერბი ანუ „ლივერპულისა” და „ევერტონის” შეხვედრა ყველაზე კარგი სანახავი ალბათ არ იყო, მაგრამ ყველაზე კურიოზული გოლი, თან „პრემიერლიგურად”, მსაჯის წამატებული დროის თითქმის ბოლო წამზე, სწორედ აქ გავიდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინგლისის ჩემპიონატი რაგინდ გადაივსოს უცხოელი ფეხბურთელებით, თავის ეშხსა და თვისებებს არ კარგავს. ანგარიში 0:0 იყო, როდესაც საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან ...
დიდი ნეხვი დამთავრდა
„ევერტონმა” მწვრთნელი სემ ელერდაისი გაუშვა, ესე იგი უეინ რუნი შეიძლება სულაც აღარ წავიდეს ამერიკაში. არადა, მას „DC იუნაიტედთან” უკვე მოლაპარაკებული აქვს ყველაფერი — კვირაში 406 ათასი დოლარი უნდა მიიღოს. მეტიც, გასულ პარასკევს „რუ” „ევერტონის” ქომაგებს დაემშვიდობა. რა მოხდება ახლა? როგორც ჩანს ვეტერანი ახალი მწვრთნელის დანიშვნას დაელოდება და საბოლოო გადაწყვეტილების მასთან ლაპარაკის მერე მიიღებს. 32 წლის...
მერი ბარკლით გამოვიდა
ლივერპულის მერი და „ევერტონის“ ფანი ჯო ანდერსონი ტვიტერზე სიტყვით გამოვიდა – პრემიერლიგის შეფებს სთხოვს, „ევერტონიდან“ „ჩელსიში“ როს ბარკლის გადასვლა გამოიძიონ. „ევერტონის“ აღზრდილი 24 წლის ნახევარმცველი „ჩელსიმ“ გუშინ 15 მილიონ გირვანქად იყიდა, არადა აგვისტოში 30-ს იხდიდა და ფეხბურთელის აგენტმა გარიგება ჩაშალა. საგულისხმოა ისიც, რომ ბარკლი ტრავმირებული იყო და ამ სეზონში წუთიც არ უთამაშია. „ევერტონის“ ფანებისთვის ეს...
რატომ ესროლეს ალექს ფერგიუსონს პიცა?
ფეხბურთში, რასაკვირველია, ყველაფერი ხდება, მაგრამ დღეს ბევრისგან გაიგებთ, რომ პრემიერლიგაში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია — “მანჩესტერ სიტის” ვეღარავინ დაეწევა. თან, ამას ამბობენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ კონკურენტი გუნდების მწვრთნელები, მიმომხილველები და სხვა. და არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც ინგლისში ხშირად მოისმენთ — ისე, როგორც მიმდინარე სეზონში “ქალაქელები” თამაშობენ, პრემიერლიგაში არასდროს არავის უთამაშია. “სიტი” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო...



