Breaking News

კაცი სახეში დაჭრეს

„მილუოლისა” და „ევერტონის” სათასო მატჩის წინ, სამხრეთ აღმოსავლეთ ლონდონში, სადაც „მილუოლი” ბინადრობს, გულშემატკივართა შორის ქუჩური ჩხუბი ატყდა. ერთი ადამიანი დანით სახეში დაჭრეს.

საკუთრივ თამაში დამთავრდა „მილუოლის” გამარჯვებით 3:2. ეს გახლდათ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა.

დაზარალებულს თავიდან სასაწრაფოს ექიმებმა უმკურნალეს, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ერთი კაცი დაიჭირა, რომელსაც ხელში გალესილი დანა ეჭირა, ოღონდ ამბობენ, რომ ის დაჭრის ინციდენტთან კავშირში არ არის.

ინციდენტი „სიური ქუისის” სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მოვლენები თვალის დახამხამებაში განვითარდა. ატყდა ჩხუბი და მას წამებში ათეულობით ფანი შეუერთდა. ცხადია, სადგურის ტერიტორიაზე უამრავი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული და შესაბამისად მოვლენები გადაღებულია. ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ ადამიანი სახეზე ხელს იკიდებს და დაბლა ეცემა. ამბობენ, რომ ეს დაჭრის ეპიზდია, თუმცა დაზუსტებით ლაპარაკს სპეციალისტები სჭირდება.

იყოჩაღა პოლიციამაც. მოჩხუბართა ორ ჯგუფად გაყოფაში მონაწილეობა მიიღო როგორც ფეხოსანმა ასევე ცხენოსანმა რაზმებმა. მათ ძალიან მალე შეძლეს კონფლიქტის შეწყვეტა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

 

ირაკლი ნინიძე

ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...