ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდი პაბში ანუ ჩვენებურად ლუდხანაში ამტყდარი ჩხუბის მიზეზი გახდა. ჩხუბში თურმე ბევრნი მონაწილეობდნენ. ერთს ცხვირი გაუტეხეს, მეორეს — მობილური დაულეწეს. ახლა ჩხუბის მიზეზის შესახებ: კვირა საღამოს პიკფორდი და მისი რამდენიმე მეგობარი სამხრეთ ტაინსაიდის სოფელ ისტ ბოლდონის ერთ-ერთ პაბში შევიდნენ. სამხრეთ ტაინსაიდი ინგლისის ის ნაწილია, სადაც ახლოსაა ქალაქები სანდერლენდი და ნიუკასლი. პიკფორდი...
ჭდე: ევერტონი
ქუჩიდან შემოთრეული
დელე ალი „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „ევერტონში“ გადავიდა და „გუდისონ პარკზე“ გულშემატკივრის წინაშე წარდგა. ამ პრეზენტაციაზე მისმა ჩაცმულობამ ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი და ოდინდელი ვარსკვლავი გლენ ჰოდლი გააღიზიანა. „ქუჩიდან შემოთრეულს“ ჰგავდაო, ბრძანა 25 წლის ნახევარმცველზე ჰოდლმა, რომელიც დიპლომატიური ლაპარაკით არასდროს გამოირჩეოდა. ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ხეიბარ ხალხზე თქვა, წინა ცხოვრებაში ცოდვილები იქნებოდნენო. არადა,...
ვინც გვაწვალებდა, ის დაგვეხმარება
ფრენკ ლემპარდი „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ფორმალურ მხარეს ელოდებიანო. ლემპარდი „ჩელსის“ სახეა, გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. იქ თამაშობდა და მწვრთნელიც გახლდათ თომას ტუხელამდე. „არისტოკრატებიდან“ წასვლის მერე, ლემპარდს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, მათ შორის, „კრისტალ პალასსა“ და „ასტონ ვილასაც“, სადაც სტივენ ჯერარდი დაინიშნა. „ევერტონი“ ცუდ დღეშია. მე-16 ადგილი, ბოლო ტურებში საშინელი სერია… ამ ამბავის გამო...
მსოფლიოს პირველი გუნდი ბლოკავს
რობერტო მარტინესს „ევერტონში“ დასაბრუნებლად ბელგიის ფეხბურთის ასოციაციასთან საქმის ჩაწყობა მოუწევს. მას მერე, რაც ლივერპულელი „ირისების“ მეპატრონემ ფაჰრად მოშირიმ მწვრთნელის თანამდებობიდან რაფა ბენიტესი გაუშვა, მარტინესი „გუდისონ პარკზე“ მისვლის მთავარი კანდიდატია. მის გარდა განიხილავენ უეინ რუნის და ბენიტესის ასისტენტის დანკან ფერგიუსონის კანდიდატურებსაც. „სანმა“ კი შეიტყო, რომ ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მარტინესის დამქირავებელი გახლავთ, ესპანელის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია....
მარტინესის ხსენებამ ყველა გააკვირვა
„ევერტონში“ რობერტო მარტინესის დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. მოგეხსენებათ, ვაკანსია მას მერე გაჩნდა, რაც ლივერპულელი „ირისების“ თავკაცის თანამდებობიდან კლუბის მეპატრონემ ფაჰრად მოშირიმ რაფა ბენიტესი გაათავისუფლა. ესპანელი მოშირის მიერ გაშვებული მეექვსე მწვრთნელი შეიქნა. ბენიტესი მოშირიმ ფინჩ ფარმის საწვრთნელ ბაზაზე ხუთშაბათს მოინახულა. რაფამ თქვა, პოზიტიური ლანჩი გვქონდაო, მაგრამ შაბათს „ირისებმა“ „ნორვიჩთან“ 1:2 წააგეს და… პოზიტიური ლანჩი...
რაფა მორჩა
„ევერტონმა“ რაფა ბენიტესი გაათავისუფლა. ესპანელმა მწვრთნელმა ნახევარი წელიწადი იმუშავა პოსტზე. არ გამოვიდა მისი რომანი ერთ დროს N 1 მტერ კლუბთან. ცუდად დაიწყო და ცუდად დასრულდა… ბენიტესი „ლივერპულთან“ ასოცირდებოდა. ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2005 წელს და ბუნებრივია, „ევერტონის“ ფანების უმრავლესობა ცუდად შეხვდა მის დანიშვნას. მით უმეტეს, ახსოვდათ ესპანელის ძველი გამონათქვამი – როცა „ევერტონი“ პატარა კლუბად მოიხსენია. საქმეც ვერ...
ოთხივ კუთხით საზიზღარი
რაფა ბენიტესი ესტუმრა სტადიონს, სადაც მას ოთხივე ტრიბუნიდან ვერ იტანდნენ და… ღიმილით დატოვა იქაურობა. მისმა ოპონენტმა თომას ტუხელმა კი იმავე სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრისგან ინგლისური კრიტიკა, „ბუუ“ მოისმინა. „ჩელსის“ ფანებს ესპანელი მაშინაც არ უყვარდათ, როდესაც მისი ხელმძღვანელობით 2013 წელს ევროლიგა მოიგეს, ხოლო პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდნენ. „ევერტონის“ ფანებს კი თავიანთ ტრიბუნაზე გამოფენილი ჰქონდათ დიდი პლაკატი რომლითაც...
ბულგარელმა თქვა რუნი…
ზედიზედ რვა მოუგებელი შეხვედრის შემდეგ „ევეროტონმა“, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და წუხელ „არსენალი“ 2:1 დაამარცხა. ლივერპულელები ამ შეხვედრასაც აგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ იყოჩაღეს. ამ წარმატების მიუხედავად დაირხა ხმები რომ „ევერტონი“ ესპანელ მწვრთნელ რაფა ბენიტესს მალე დაემშვიდობება და მის ნაცვლად უეინ რუნის უხმობს, ვინც საფეხბურთო კარიერა სწორედ ლივერპულის ამ კლუბში დაიწყო. ის ახლა „დერბის“ თავკაცობს. სამწვრთნელო საქმე...
ოცდამეშვიდემ არ გაამართლა
„ევერტონის“ ფანებმა დათქმული ვერ შეასრულეს. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, „არსენალთან“ შეხვედრის 27-ე წუთზე პროტესტის ნიშნად ტრიბუნები დაეტოვებინათ, მაგრამ ეს მხოლოდ გულშემატკივართა ნაწილმა შეძლო. დანარჩენები სტადიონზე დარჩნენ და „ევერტონ“, „ევერტონს“ გაიძახოდნენ. 27-ე წუთი რატომ? იმიტომ, რომ ქალაქ ლივერპულის ამ გუნდს 27 წელია ჯილდო არ მოუგია. „ირისები“ მიმდინარე სეზონსაც საცოდავად ატარებენ და „არსენალთან“ შეხვედრამდე მე-16 ადგილზე ჩარჩენილებს ბოლო...
სალაჰი იცინის, კვდება სიცილით
რეაქციაც ამას ჰქვია! როდესაც მო სალაჰს „ევერტონისა“ და „ლივერპულის“ მატჩის შემდეგ ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეშვიდე ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, ეგვიპტელს სიცილი წასკდა. მერსისაიდელთა ვარსკვლავი პრემიერლიგელთა შორისაც კი არ იყო პირველი. შვიდეულში მასზე ზემოთ მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ, ნგოლო კანტე და ჟორჟინიო. „ოქროს ბურთი“ კი მოგეხსენებათ მეშვიდედ მოიგო ლეო მესიმ. ინგლისური პრესა წერს, რომ...









