ანდროს თაუნსენდი ამბობს, რომ მას კრიშტიანუ რონალდუ არ გამოუჯავრებია. ლაპარაკია „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ევერტონის“ ფრედ (1:1) დამთავრებული შეხვედრის იმ ეპიზოდზე რომელსაც ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ და სადაც თაუნსენდი „იუნაიტედის“ კარში გატანილ გოლს რონალდუს ცნობილი მანერით აღნიშნავს. პორტუგალიელმა კი მეტოქის საქციელი როგორც ჩანს მაინც დაცინვად მიიღო და მატჩის დამთავრების შემდეგ, როდესაც თაუნსენდი მასთან მაისურის სათხოვნელად მივიდა, უარი...
ჭდე: ევერტონი
ფულემის პორტუგალია
სწორედ პორტუგალიელი მარკო სილვა ჩაუდგა სათავეში ლონდონურ „ფულემს“ და კონტრაქტის თანახმად, სამი წელიწადი უნდა გაუძღვეს. აქამდე პორტუგალიელს „ჰალში“, „უოტერფორდში“, „ევრტონში“ პორტუგალიურ „ეშტორილსა“ და „სპორტინგში“, ასევე ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ აქვს ნამუშევარი. „დრაკონებთან“ ერთად პორტუგალიის თასის მოგება და პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ გაჩემპიონება – ჯერჯერობით მისი კარიერის მწვერვალებია.
ლივერპულში რაფა ბენიტესს აგინებენ
მას მერე, რაც იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ევერტონიდან” „რეალში” გადავიდა, „გუდისონ პარკზე” ახალი თავკაცის ძებნას შეუდგნენ. მართალია, საყოველთაო ყურადღება დღეს ევროპის ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი, მაგრამ ლივერპულელი ფანობა თავისი საყვარელი კლუბის ამბებს თვალს არ აცილებს და როგორც კი დაირხა ხმა, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე 61 წლის ესპანელი რაფა ბენიტესის კანდიდატურასაც განიხილავენ, საქმეში ჩაერთო. „ევერტონის” ფანების პოზიციას ფოტოზე...
ხამესი ნაკრებს მიღმა დატოვეს
ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელთა გადაწყვეტილებამ გააბრაზა. „ევერტონის” 29 წლის ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისა და „კოპა ამერიკას” განაცხადში არ შეიყვანეს. როდრიგესი ინგლისიდან სამშობლოში ჩავიდა, სადაც… მიუვიდა წერილი, რომ ის ფიზიკური აღდგენის გეგმას ჩამორჩება და ამიტომ ნაკრებში ვერ აიყვანენ, თუმცა რეაბილიტაციის საქმეში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებენ. „მწვრთნელების გადაწყვეტილებამ გამაკვირვა, — დაწერა ხამესმა, — მათ მითხრეს, რომ...
აგუერო სიტის გამოეთხოვა
„მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში პრემიერლიგური კარიერის უკანასკნელი მატჩის წინ სერხიო აგუეროს საპატიო დერეფანი მოუწყვეს, რაც ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. 65-ე წუთზე კი არგენტინელი ვეტერანი მოედანზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა. მისმა „სიტიმ” „ევერტონს” 5:0 მოუგო. ათწლიანი ერთგულების შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა „ეტიჰედ სთედიუმი” დატოვა. ამ ხნის განმავლობაში, აგუერომ „ქალაქელებს” ინგლისის ჩემპიონის ხუთი ტიტული მოაგებინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია...
ოცდაორწლიანი ლურჯი რისხვა
ოც წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ქალაქ ლივერპულის „ლურჯმა ნახევარმა” ასე გაიხარა. ბოლოს ამგვარი რაღაც 1999 წელს მოხდა. ახლა პანდემიაა და რასაკვირველია ეს „ლურჯი სიხარული” ქუჩებსა და პაბებში ვერავინ გამოხატა, მაგრამ ინგლისელი ჟურნალისტები გვარწმუნებენ, რომ ნებისმიერ „ლურჯ ბინაში”, ყველა ჩამოფარებული ფარდის მიღმა ბოთლი გაიხსნა და ჭიქები აჭახუნდა. და ცინიკოსი ინგლისელი ჟურნალისტები ერთხელაც გვიმეორებენ, რომ...
ანჩელოტის სახლიდან სეიფი წაიღეს
„ევერტონის” თავკაცის კარლო ანჩელოტის სახლში ნიღბიანები შევიდნენ, რომლებიც მწვრთნელის ქალიშვილმა დააფრთხო — ასეთია ღამით გავრცელებული მოკლე ცნობა. პოლიცია დაუყოვნებლივ გაეშურა ბლანდელსენდისკენ, სადაც ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ქურდებმა სეიფი წაიღეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეგონათ, რომ სახლში მარტონი იყვნენ, რადგან როდესაც კარლო ანჩელოტის ქალიშვილი კატია თავად ცდილობდა გაქცევას, დაფრთხნენ და დანაშაულის ადგილი სწრაფად...
კავანი შეეძლოთ გაეძევებინათ
მართალია, „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულში „ევერტონს” 2:0 მოუგო და პირველი გოლი ურუგვაელმა ვეტერანმა ედინსონ კავანიმ გაიტანა, მაგრამ თავად კავანი გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ის მასპინძელთა კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს იარი მინას ყელში სწვდა და მოედანზე წააქცია, რაც ქვემოთ, ვიდეოზე კარგად ჩანს. არბიტრი გახლდათ ენდი მედლი. მოგეხსენებათ, „კარაბაოს თასს” ვიდეორეფერი არ ემსახურება და...
რვა ან ცხრა თვეო
მერსისაიდულ დერბიში „ევერტონის” მეკარესთან ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შედეგად, „ლივერპულის” ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს. თამაში, რომელიც 2:2 დამთავრდა 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც „წითლების” სუპერვარსკვლავი ძლიერად შეასკდა მეტოქის გოლკიპერს. ის შაბათსვე წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომ ვან დაიკმა მუხლის მყესები დაიზიანა. მაშინვე ითქვა, რომ მცველს...
ანჩელოტის ხამესი და ზიდანის ხამესი
ხამეს როდრიგესმა პრემიერლიგაში სახე იცვალა. „ევერტონში”, რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის, კოლუმბიელი საკუთარი თავის რწმენით აივსო და ნიჭს გაცილებით უკეთ ავლენს. ესპანური გაზეთი „მარკა” წერს, რომ ის „რეალში”, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ასე ვერ თამაშობდა. „მარკამ” გადაწყვიტა შეედარებინა, თუ რა განსხვავებაა ხამესს ზიდანის ხელში და ხამესს ანჩელოტის ხელში. ესპანელი ჟურნალისტების ვერსია ასეთია: რწმენა: გულწრფელები თუ ვიქნებით, რთული...








