ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ პრემიერლიგის „ვულვზმა“ მოგების გემო გაიხსენა და „ევერტონს“ სამი უპასუხო გოლით გაუმასპინძლდა. ანგარიში სრულად ასახავს სტუმართა უკბილო თამაშს, თუმცა მთავარი ეს არ იყო. ნუნუ სანტუს გუნდმა პირველი გოლი 47-ე წუთზე გაიტანა, მეორე კი… 46-ზე (!) პირველი ტაიმის მიწურულს დანიელ პოდენსემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც რაულ ხიმენესმა გოლად აქცია. ტაბლოს თანახმად, მატჩის დაწყებიდან ზუსტად...
ჭდე: ევერტონი
ფული სად არის, კარლო?
ლივერპულის „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დიდი ოდენობით შემოსავლის დაფარვაში, ანუ გადასახადებისთვის თავის არიდებაში ედება ბრალი. საქმე ეხება მისი სამწვრთნელო საქმიანობის ესპანურ პერიოდს, როცა მადრიდის „რეალს“ ედგა სათავეში (2014-2015). იქაური სამართალდამცავების მტკიცებით, ანჩელოტიმ დამალა საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავალი და ჯამში ხაზინის 1 მილიონი ევრო მართებს. შეგახსენებთ, რომ ესპანური სამართალდამცავი სისტემა ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრად...
კორონა და გადადებული კორონაცია!
გარდაუვალი კორონაცია გადაიდო! — ეს წინადადება ინგლისური მას-მედიისგან ვისესხეთ. ლივერპულში, „გუდისონ პარკზე”, ჩატარდა „უსისხლო” მერსისაიდური დერბი, რომელიც 0:0 დასრულდა. შედეგად, თითქმის ჩემპიონი „ლივერპული” დარჩა ისევ იქ, სადაც კორონავირუსის პანდემიამდე იყო. ახლა, თუკი „წითლების” მდევარი, „მანჩესტერ სიტი”, შეხვედრას შეხვედრაზე მოიგებს, 2 ივლისს, „ეტიჰედზე”, „ლივერპული” მასთან სათამაშოდ რომ ჩავა, ჯერ კიდევ არ იქნება ჩემპიონი. სტატისტიკაც ჯიუტად მეტყველებს,...
ქალაქური საქციელი
ინგლისურ პრემიერლიგას უპირობო ყოჩი ჰყავს „ლივერპულის“ სახით. მერსისაიდელები 29 ტურის შემდეგ 25-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ პირველობას. საკმარისია უახლოეს ორ ტურში გამარჯვება და მეტოქეთა შედეგებისგან დამოუკიდებლად იურგენ კლოპის გუნდი ნაინანატრ ტიტულს მოიპოვებს. ეს უახლოესი ორი შეხვედრა „ლივერპულს“ თანაქალაქელ „ევერტონთან“ (21 ივნისს) და „კრისტალ პალასთან“ (24 ივნისს) უწევს. დიდი შანსია, კლოპი და მისი ბანდა 2 ივლისს მანჩესტერში უახლოეს...
გადაწყდა: დერბი ლივერპულს აღარ გაცდება
მერსისაიდული დერბი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის 21 ივნისს „გუდისონ პარკზე“ ჩატარდება. აქამდე ნათქვამი იყო, რომ 30-ე ტურის ეს თამაში საკარანტინო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ნეიტრალურ მოედანზე გამართულიყო. ამ გზით, პრემიერლიგის მამები სტადიონთან ფანების მასობრივი თავშეყრის არიდებას ფიქრობდნენ. თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პოლიციასთან და ფანკლუბებთან თათბირის შენდეგ გადაწყდა, რომ დერბი „ევერტონის“ საშინაო არენაზე ჩაატარონ. ამ გადაწყვეტილებაზე იმანაც იქონია...
ლივერპული საუთჰემპტონი გახდება, ოთხშაბათმა კი შეიძლება კვირა გადაწიოს
არ არის გამორიცხული, რომ 21 ივნისს მერსისაიდული დერბი ლივერპულში კი არა, საუთჰემპტონში ჩატარდეს, „გუდისონ პარკიდან” 381 კილომეტრის მოშორებით. არადა, ეს არის მატჩი, სადაც შეიძლება ინგლისის ჩემპიონის ვინაობა გაირკვეს. განიხილავდნენ მატჩის ჩატარების კიდევ რამდენიმე ვარიანტს: „უემბლის”, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალ სტადიონს და „ლესტერის” „კინგ პაუერს”. ინგლისური მას-მედია იტყობინება, რომ ჩამოთვლილი სტადიონები სამარქაფოა. თუკი დადგინდება, რომ ამა თუ...
ხამეს და ხან ის ვარიანტი
დაირხა ხმა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „რეალთან” საერთო ენა გამონახა და დაკლებულ ფასად დიდი ხნის ნანატრ ხამეს როდრიგესს ყიდულობს. იყო დრო, როდესაც კოლუმბიელ ვარსკვლავს „რეალი” 100 მილიონ გირვანქად აფასებდა. დღეს ხამესი 28 წლისაა, „ბერნაბეუზე” მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და მადრიდელები შიშობენ, რომ მასში 50 მილიონსაც აღარავინ გადაიხდის. ინგლისური პრესა ამბობს, რომ „იუნაიტედს” დიდი ხანია...
ბარსაში ექვსი ფეხბურთელი რჩება
„ბარსელონა“ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში შემადგენლობის სერიოზულ გადახალისებას გეგმავს. ამთავითვე ცნობილია, რომ გუნდში გარანტირებულად მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი რჩება. ყველა დანარჩენი უკვე ინფორმირებულია, რომ ზაფხულში, შესაძლოა, ბარსელონას დატოვება მოუწიოთ. „ხელშეუხებელთა“ შორის ლეო მესის გარდა ჟერარ პიკე, ანტუან გრიზმანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანსუ ფატი და ფრენკი დე იონგი არიან. „ბარსელონა“ მიმავალი სეზონიდან ბიუჯეტის ხარჯების თითქმის 300 მილიონი...
ჭკვიანი კაცი
კარლო ანჩელოტიმ „კორიერე დელო სპორტის” ფურცლებიდან ინგლისური ფეხბურთის შეფები გააფრთხილა, სჯობს უარესი სცენარისთვის მოემზადოთო. იგივე ეხება დანარჩენ მსოფლიოსაც. ინტერვიუში „ევერტონის” მწვრთნელი ამბობს, რომ ამიერიდან ფეხბურთის ეკონომიკა შეიცვლება და ზღაპრული ტრანსფერების ეპოქა წარსულს ჩაბარდება. ანჩელოტი: „ფეხბურთელები და მწვრთნელები ნაკლებ ხელფასებს მიიღებენ. სტადიონის ბილეთებიც გაიაფდება, რადგან ხალხს ფული აღარ ექნება. ეკონომიკა ყველა დონეზე შეიცვლება და ჩვენ ამისთვის...
შესვენებაზე ის უნდა მოეკლათ!
კარლო ანჩელოტიმ თამაშის დამთავრების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. მიზეზი: ის აღშფოთდა, რადგან „ევერტონს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის მიწურულს VAR-მა გამარჯვების გოლი არ ჩაუთვალა. მატჩი დასრულდა 1:1. არადა, რა გულით ზეიმობდნენ ლივერპულელები ჰარი მაგუაირის მიერ მსაჯის წამატებულ დროში საკუთარ კარში შეგდებულ გოლს. სიხარულისგან მთელი გუნდი ერთმანეთს დაახტა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, გოლი არ ჩაითვალა და ალბათ სწორადაც, რადგან...









