ფული სად არის, კარლო?

Home აქეთურ-იქითური ფული სად არის, კარლო?
ფული სად არის, კარლო?
Anćeloti plaća dva miliona eura da preuzme Real - Vijesti.meლივერპულის „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დიდი ოდენობით შემოსავლის დაფარვაში, ანუ გადასახადებისთვის თავის არიდებაში ედება ბრალი.
საქმე ეხება მისი სამწვრთნელო საქმიანობის ესპანურ პერიოდს, როცა მადრიდის „რეალს“ ედგა სათავეში (2014-2015).
იქაური სამართალდამცავების მტკიცებით, ანჩელოტიმ დამალა საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავალი და ჯამში ხაზინის 1 მილიონი ევრო მართებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანური სამართალდამცავი სისტემა ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრად მუშაობს და ავტორიტეტებს არას დაგიდევს. სხვებს რომ თავი დავინებოთ, ამ სისტემის „კლიენტთა“ შორის სხვადასხვა დროს მესი, რონალდუ და ნეიმარიც ფიგურირებდნენ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".