ინგლისურ პრემიერლიგას უპირობო ყოჩი ჰყავს „ლივერპულის“ სახით. მერსისაიდელები 29 ტურის შემდეგ 25-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ პირველობას. საკმარისია უახლოეს ორ ტურში გამარჯვება და მეტოქეთა შედეგებისგან დამოუკიდებლად იურგენ კლოპის გუნდი ნაინანატრ ტიტულს მოიპოვებს.
ეს უახლოესი ორი შეხვედრა „ლივერპულს“ თანაქალაქელ „ევერტონთან“ (21 ივნისს) და „კრისტალ პალასთან“ (24 ივნისს) უწევს.
დიდი შანსია, კლოპი და მისი ბანდა 2 ივლისს მანჩესტერში უახლოეს მდევარ „სიტისთან“ სათამაშოდ ჩემპიონის რანგში ჩავიდეს. უშუალო კონკურენტებმა ასეთი ვარიანტი გათვალეს და სუფთად ჯენტლმენური გადაწყვეტილებაც მიიღეს: თუ „ლივერპული“ მანჩესტერის „ეტიჰადზე“ პრემიერლიგის გამარჯვებულის რანგში ჩავა, პეპ გვარდიოლას გუნდი მას „საჩემპიონო დერეფანს“ მოუწყობს.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
