ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ პრემიერლიგის „ვულვზმა“ მოგების გემო გაიხსენა და „ევერტონს“ სამი უპასუხო გოლით გაუმასპინძლდა. ანგარიში სრულად ასახავს სტუმართა უკბილო თამაშს, თუმცა მთავარი ეს არ იყო. ნუნუ სანტუს გუნდმა პირველი გოლი 47-ე წუთზე გაიტანა, მეორე კი… 46-ზე (!)პირველი ტაიმის მიწურულს დანიელ პოდენსემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც რაულ ხიმენესმა გოლად აქცია. ტაბლოს თანახმად, მატჩის დაწყებიდან ზუსტად 46.57 წუთი იყო გასული. მეორე ტაიმის სტარტზევე „მგლებმა“ საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს, იქიდან ჩაწოდებული კი ლეანდერ დენდონკერმა მეორე გოლად აქცია. იმავე ტაბლოს თანახმად, ამ მომენტში მატჩის დაწყებიდან 45.45 წუთი იყო გასული… მერე დიეგუ ჟოტას მესამე გოლიც იყო, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა.
ბუნებრივია, პირველ და მეორე გოლთან დაკავშირებული ქრონომეტრიული კაზუსი მატჩის ოქმში სხვაგვარად შევიდა. პირველი გოლი 45-ე, მეორე კი 46-ე წუთზე გატანილად დაფიქსირდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
