ნუნუ ესპირიტო სანტო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს. მან „დეზების“ მესაჭედ 124 დღე გაძლო. ესპირიტო სანტოს სამსახურიდან გაშვება ფეხბურთელებს დილის 9 საათსა და 20 წუთზე შეატყობინეს, რამაც ისინი გააკვირვა. ადრე თუ გვიან მწვრთნელს რომ გაუშვებდნენ ყველამ იცოდა, მაგრამ ასე თუ იჩქარებდნენ არავინ ელოდა. როდესაც „სფურზმა“ ჟოზე მოურინიუს შემცვლელად ესპირიტო სანტო აირჩია, კლუბში ბევრს ეგონა, რომ...
ჭდე: ნუნუ ესპირიტო სანტო
ნუნუ შეიძლება ლევის რეკორდსმენი გახდეს
ნუნუ ესპირიტო სანტოს სამსახური აქვს შესანარჩუნებელი — „ტოტენჰემის“ თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ კვირას კლუბში კრიზისისადმი მიძღვნილი საგანგებო თათბირი მოიწვია. ლევიმ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან მწვრთნელის გაშვება-დატოვების საკითხზე ილაპარაკა. ეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შინ 0:3 დამარცხების მეორე დღესვე მოხდა. ამრიგად, „დეზების“ შეფი 47 წლის ესპირიტო სანტოს გაშვებაზე ფიქრობს. ნუნუმ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 10 ტურში ხუთი თამაში მოიგო, ხუთი...
კეინი იბრძვის, დრო გადის
ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას ისევ გამოუცხადა, რომ დაჟინებით სურს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, ლონდონელები კი მას აბრკოლებენ. დრო გარბის. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ექვს დღეში იხურება, „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი კი 150 მილიონ გირვანქას კაპიკს არ აკლებს. გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, კეინმა „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში ხომ დათმო პოზიციები, ხომ შევიდა მოედანზე, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუნდში...
კეინი გამოჩნდა
„ტოტენჰემმა“ ჩინებულად დაიწყო პრემიერლიგის ახალი სეზონი – ორივე მატჩი მოიგო: ჯერ შინ, მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ აჯობა ( 1:0), კვირას კი სტუმრად ასევე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „ვულვზი“. ადრეულო გოლი პენალტით დელე ალიმ გაიტანა. 72-ე წუთზე კი კორეელი სონის მაგიერ მინდორზე „უძღები შვილი“ ჰარი კეინი გამოჩნდა. „მოლინიუს“ სტადიონზე ჩასული „ტოტენჰემის“ ქომაგები ტაშით შეეგებნენ კაპიტანს, ჰარიმაც საფინალო...
ძაღლების და ღორების ან იხვების ლიგა
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი ო’ჰარამ უეფას კონფერენციის ლიგას უწოდა შეჯიბრება, სადაც ძაღლი და ღორია შეყრილი (იმ განსხვავებით, რომ ინგლისელები ღორის ნაცვლად იხვებს ამბობენ), რითაც პორტუგალიაში, „პასუშ დე ფერეირასთან“ 0:1 მარცხს პირი მობანა. „სფურზმა“ „პასუშ დე ფერეირასთან“ პირველი შეხვედრა წააგო, მაგრამ აქ ორი მომენტია აღსანიშნავი. ჯერ ერთი ლონდონელებმა მეორე შემადგენლობით ითამაშეს და მეორეც, 26 აგვისტოს...
ნუნუ: ჯერ არ ვიცი, როდის ითამაშებს კეინი
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცმა ნუნუ ესპირიტო სანტომ არ იცის ითამაშებს თუ არა ჰარი კეინი შემდეგ ტურში, „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ. კეინის გარშემო დიდი აურზაურია. ვეღარ გარკვეულა გადადის თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტიში“ თუ „სფურზში“ რჩება. „დეზების“ ლიდერი და ინგლისის ნაკრების კაპიტანი პირველი ტურის შეხვედრაში მოედანზე არ იყო. „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ სწორედ „სიტის“ მოუგო 1:0. კეინის არყოფნის მიზეზად არასრული ფიზიკური მომზადება დასახელდა....
ჰარი კეინს ეწყინა
ჰარი კეინმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ გულშემატკივრებს მიმართა, თუმცა, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. ჯერ მოდი ის გავიხსენოთ, რომ ინგლისის საუკეთესო ფორვარდსა და „სფურზს“ შორის ბზარი იმიტომ გაჩნდა, რომ მას „მანჩესტერ სიტიში“ მოუნდა გადასვლა. „სიტის“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კეინისადმი ინტერესი არ უარყო. მან თქვა: „ჰარი კეინი გამორჩევით ნიჭიერი თავდამსხმელია და ბუნებრივია, რომ ჩვენ მისი ყიდვით დაინტერესებულები ვართ. ჩვენ,...
ჰარი კეინი გაიფიცა
ჰარი კეინსა და „ტოტენჰემს“ შორის ომი გაჩაღდა — თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურს. ტრანსფერის საფასური, თეორიულად 160 მილიონი გირვანქაა, მაგრამ „სფურზი“ უძალიანდება, ვარსკვლავის შენარჩუნება უნდა. კეინი პროტესტის ნიშნად გუშინ ჰოთსფურ ვეიზე არ მივიდა. უნდა გამოცხადებულიყო და კოვიდის ტესტი აეღო. კეინის საქციელმა ჩრდილოლონდონური კლუბი გააღიზიანა. თავმჯდომარე დენიელ ლევი ფეხბურთელის დაჯარიმებას აპირებს. არადა, ზაფხულში ჰარი კეინსა და...
დროში დაკარგული ვულვზი
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ პრემიერლიგის „ვულვზმა“ მოგების გემო გაიხსენა და „ევერტონს“ სამი უპასუხო გოლით გაუმასპინძლდა. ანგარიში სრულად ასახავს სტუმართა უკბილო თამაშს, თუმცა მთავარი ეს არ იყო. ნუნუ სანტუს გუნდმა პირველი გოლი 47-ე წუთზე გაიტანა, მეორე კი… 46-ზე (!) პირველი ტაიმის მიწურულს დანიელ პოდენსემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც რაულ ხიმენესმა გოლად აქცია. ტაბლოს თანახმად, მატჩის დაწყებიდან ზუსტად...
მანე, მანე, მანე?
„ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სადიო მანეს ტრავმის შესახებ ილაპარაკა. მანე სტუმრად „ვულვერჰემპტონთან” შეხვედრის 33-ე წუთზე დაშავდა. მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს. გერმანელმა თქვა, რომ სენეგალელმა კუნთი იტკინა და მან ის თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ „წითლებმა” ანგარიში მე-8 წუთზევე გახსნეს — ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან ჯორდან ჰენდერსონმა თავურით შეაგდო, — იოლად არ მოუგიათ. რაულ...









