რაფა ბენიტესი ესტუმრა სტადიონს, სადაც მას ოთხივე ტრიბუნიდან ვერ იტანდნენ და… ღიმილით დატოვა იქაურობა. მისმა ოპონენტმა თომას ტუხელმა კი იმავე სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრისგან ინგლისური კრიტიკა, „ბუუ“ მოისმინა.
„ჩელსის“ ფანებს ესპანელი მაშინაც არ უყვარდათ, როდესაც მისი ხელმძღვანელობით 2013 წელს ევროლიგა მოიგეს, ხოლო პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდნენ. „ევერტონის“ ფანებს კი თავიანთ ტრიბუნაზე გამოფენილი ჰქონდათ დიდი პლაკატი რომლითაც ისინი ბენიტესს უპატიებელ ცოდვას ახსენებდნენ — ადრე „ლივერპულის“ მწვრთნელი იყავიო.
და ასეთი ოთხმხრივი სიძულვილის პირობებში, ჩაკეტილი დაცვითა და საპასუხო გოლით, ბენიტესმა „სტემფორდ ბრიჯიდან“ წაიღო ქულა, რომელიც ალბათ არ ეკუთვნოდა. ამ ქულამ „ევერტონის“ ფანობა ცოტა ხნით შეიძლება დააწყნაროს.
იმაში რომ „ევერტონმა“ ფრედ ითამაშა დიდი წვლილი გუნდის გამოცდილმა მეკარემ ჯორდან პიკფორდმა შეიტანა.
ლივერპულის გუნდმა წინა ტურში „კრისტალ პალასთან“ 1:3 წააგო. იმ შემადგენლობასთან შედარებით, ბენიტესმა „ჩელსისთან“ ხუთი ფეხბურთელი იყო შეცვალა. დებიუტი ჰქონდა ელის სიმსს. მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ენტონი გორდონი და ჯერად ბრენტუაითი.
„ჩელსიმ“ კი მარტო პირველ 16 წუთში ხუთი საგოლე მომენტი შექმნა, რითაც იმთავითვე ცხადი გახდა თუ ვის ხელში იყო ინიციატივა. „ლურჯები“ მეტოქეს ყველაფერში ჯობდნენ, მაგრამ ერთი გუნდი მეორეს რომ ჯობია, სულაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მოიგებს.
საბოლოოდ 1:1, რის შედეგადაც „ჩელსი“ 17 ტურის შემდეგ მესამეზეა, ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულით ჩამორჩება, „ევერტონი“ კი 8 ქულით უსწრებს გასავარდნთა სამეულს — 19 ქულით მე-14 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
