ამ უქმეებზე პრემიერლიგის ხუთი თამაში გადაიდო. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბრაიტონის“ შეხვედრა ამ ხუთიდან ერთია.
აგრეთვე გადაიდო: „საუთჰემპტონი“ – „ბრენტფორდი“, „ევერტონი“ – „ლესტერი“, „ვესტ ჰემი“ – „ნორვიჩი“ და „უოტფორდი“ – „კრისტალ პალასი“. მიზეზი: ინგლისში Covid 19 მძვინვარებს.
გადაწყვეტილება ამ შეხვედრების გადადების შესახებ პრემიერლიგამ მიიღო ორიოდ საათში მას მერე, რაც უარი განაცხადა საახალწლო პროგრამის გაუქმებაზე.
„იუნაიტედისა“ და „ბრაიტონის“ შეხვედრის გადადების მიზეზი მანჩესტერელთა გუნდში მოჭარბებული კოვიდ-შემთხვევებია. „იუნაიტედს“ სამშაბათს „ბრენტფორდთან“ შეხვედრაც გადაუდეს და ახლა კლუბი ამბობს, მას მერე ჯანმრთელად მხოლოდ 7 ფეხბურთელი ჰყავს.
ბევრი თამაშია გადადებული პრემიერლიგის ქვედა საფეხურებზეც. ინგლისის ფეხბურთის ლიგა მოთამაშეებს ორჯერადი აცრისკენ მოუწოდებს. ნოემბერში ერთხელ მაინც იყო აცრილი პრემიერლიგის ქვემოთ მოთამაშე ფეხბურთელების 75%. ორჯერ არის აცრილი 59%. 16% (მეორედ) აცრას აპირებს, 25% კი ჯერჯერობით ჯიუტობს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
