ვინც გვაწვალებდა, ის დაგვეხმარება

Home აქეთურ-იქითური ვინც გვაწვალებდა, ის დაგვეხმარება
ვინც გვაწვალებდა, ის დაგვეხმარება

Frank Lampard spared trial as CPS drop driving while on the phone charge |  Evening Standardფრენკ ლემპარდი „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ფორმალურ მხარეს ელოდებიანო. ლემპარდი „ჩელსის“ სახეა, გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. იქ თამაშობდა და მწვრთნელიც გახლდათ თომას ტუხელამდე.

„არისტოკრატებიდან“ წასვლის მერე, ლემპარდს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, მათ შორის, „კრისტალ პალასსა“ და „ასტონ ვილასაც“, სადაც სტივენ ჯერარდი დაინიშნა.

„ევერტონი“ ცუდ დღეშია. მე-16 ადგილი, ბოლო ტურებში საშინელი სერია…

ამ ამბავის გამო გაუშვეს ესპანელი რაფა ბენიტესი, რომლის თავის დროზე მიყვანაც უცნაურად მოხდა: ფანების უმრავლესობა ხომ ვერ იტანდა ლივერპულური წარსულის გამო.

ვნახოთ, ლემპარდი როგორ იმუშავებს. ისე კი, ფრენკს ძალიან გამწარებული ჰყავს „ევერტონი“ – ფეხბურთელობის დროს…

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ