„არსენალი“ ბუდაპეშტშია, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდება.
„მეთოფეები“ უნგრეთის დედაქალაქისკენ ლუტონის აეროპორტიდან გაემგზავრნენ. მათ მიზნად ისტორიული დუბლის შესრულება აქვთ დასახული. ამ სეზონში ჩრდილო ლონდონელები 22 წლის შემდეგ პირველად გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები და ახლა ეძლევათ უნიკალური შანსი ჩემპიონთა ლიგაც მოიგონ.
ინგლისურ მედიაში ხაზს უსვამენ, რომ აეროპორტში „არსენალის“ ფეხბურთელებს შორის იყო 24 წლის ნიდერლანდელი იურიენ ტიმბერიც, რომელსაც საზარდულის ტრავმის გამო მარტის მერე არ უთამაშია. ის „ევერტონთან“ შეხვედრაში დაშავდა. ტრავმის მიუხედავად ტიმბერი შეიყვანეს ჰოლანდიის ნაკრების 26 კაციან სიაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. მცველს, როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის იმედიც აქვს.

მისი იმედი იმას ეფუძნება, რომ „არსენალს“ მარჯვენა მცველის პოზიციაზე დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ბენ უაიტი მაისის დასაწყისში „ვესტ ჰემთან“ შეხვედრაში დაშავდა. თუმცა, შესაძლოა ამ პოზიციაზე მიკელ არტეტამ კრისტიან მოსკერა გადაიყვანოს.
ტიმბერმა მაისის დასაწყისში გამალებით დაიწყო ვარჯიში. რასაკვირველია, მას ფორმაში შესვლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის კი არ უნდოდა, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზეც სურს გამგზავრება.
ლურონის აეროპორტში თვითმფრინავში ასვლისას დეკლან რაისმა ფოტორეპორტიორებს მაღლა აწეული ცერა თითი აჩვენა. „სანის“ მტკიცებით, გულშემატკივრისთვის იმედისმომცემ, კარგ განწყობაზე იყვნენ ბუკაიო საკა, ვილიამ სალიბა და ებერეჩი ეზეც.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
