რობერტო მარტინესს „ევერტონში“ დასაბრუნებლად ბელგიის ფეხბურთის ასოციაციასთან საქმის ჩაწყობა მოუწევს. მას მერე, რაც ლივერპულელი „ირისების“ მეპატრონემ ფაჰრად მოშირიმ მწვრთნელის თანამდებობიდან რაფა ბენიტესი გაუშვა, მარტინესი „გუდისონ პარკზე“ მისვლის მთავარი კანდიდატია. მის გარდა განიხილავენ უეინ რუნის და ბენიტესის ასისტენტის დანკან ფერგიუსონის კანდიდატურებსაც.
„სანმა“ კი შეიტყო, რომ ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მარტინესის დამქირავებელი გახლავთ, ესპანელის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია. თავად მარტინესსაც საეჭვოა მსოფლიოს ჩემპიონატის წელიწადს ბელგიის ნაკრების გაძღოლას „ევერტონში“ გაქცევა და პრემიერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა ერჩივნოს.
შეგახსენებთ, რომ ყატარში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბერს იწყება და 18 დეკემბერს მთავრდება.
და მაინც, თითქოს იყო გამოსავალი: მარტინესი „ევერტონის“ დროებით მწვრთნელად დაენიშნათ და „გუდისონ პარკზე“ ბელგიის ნაკრების პარალელურად ემუშავა, მაგრამ ფიფას რეიტინგის პირველმა ნაკრებმა ეს იდეა დაბლოკა.
მარტინესი „ევერტონს“ 2013-16 წლებში ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 143 შეხვედრა ჩაატარა და 61 მათგანი მოიგო. „ევერტონმა“ მარტინესის ხელში პრემიერლიგაში მე-5 და მე-11 ადგილები დაიკავა.
ამბობდნენ, რომ თუ მარტინესი „ირისებს“ დაუბრუნდებოდა, თან ბელგიის ნაკრებში მისი ასისტენტის თანამდებობაზე მომუშავე ტიერი ანრის წაიყვანდა.
ამჯერად „ევერტონი“ მე-16 ადგილზეა. ბენიტესის ხელში გუნდმა ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
