ბელგიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი რობერტო მარტინესი, დიდი ალბათობით, პორტუგალიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში – ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, მწვრთნელსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. 49 წლის ესპანელის ოფიციალური წარდგენა მომავალი კვირის ბოლოს არის დაგეგმილი. რობერტო მარტინესი 2016 წლიდან ბელგიის ნაკრებს წვრთნიდა. მან ეს პოსტი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის...
ჭდე: რობერტო მარტინესი
მსოფლიოს პირველი გუნდი ბლოკავს
რობერტო მარტინესს „ევერტონში“ დასაბრუნებლად ბელგიის ფეხბურთის ასოციაციასთან საქმის ჩაწყობა მოუწევს. მას მერე, რაც ლივერპულელი „ირისების“ მეპატრონემ ფაჰრად მოშირიმ მწვრთნელის თანამდებობიდან რაფა ბენიტესი გაუშვა, მარტინესი „გუდისონ პარკზე“ მისვლის მთავარი კანდიდატია. მის გარდა განიხილავენ უეინ რუნის და ბენიტესის ასისტენტის დანკან ფერგიუსონის კანდიდატურებსაც. „სანმა“ კი შეიტყო, რომ ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მარტინესის დამქირავებელი გახლავთ, ესპანელის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია....
მარტინესის ხსენებამ ყველა გააკვირვა
„ევერტონში“ რობერტო მარტინესის დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. მოგეხსენებათ, ვაკანსია მას მერე გაჩნდა, რაც ლივერპულელი „ირისების“ თავკაცის თანამდებობიდან კლუბის მეპატრონემ ფაჰრად მოშირიმ რაფა ბენიტესი გაათავისუფლა. ესპანელი მოშირის მიერ გაშვებული მეექვსე მწვრთნელი შეიქნა. ბენიტესი მოშირიმ ფინჩ ფარმის საწვრთნელ ბაზაზე ხუთშაბათს მოინახულა. რაფამ თქვა, პოზიტიური ლანჩი გვქონდაო, მაგრამ შაბათს „ირისებმა“ „ნორვიჩთან“ 1:2 წააგეს და… პოზიტიური ლანჩი...
როდის და რომელი
„ბარსელონა“ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, ლისაბონში „ბენფიკასთან“ 0:3 დამარცხდა, რამაც მწვრთნელის მოხსნა-დატოვების საკითხი კვლავ ძალიან აქტუალური გახადა. ლა ლიგის ბოლო ტურში „ლევანტესთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ ეს თემა „კამპ ნოუზე“ დროებით დაკონსერვებული იყოო, წერდა „მარკა“. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არავის არაფერი გამოუცხადებია, რონალდ კუმანის გაშვება გადაწყვეტილ ამბად ჩანს. გასარკვევი დარჩა ორი საკითხი: ვინ უნდა მიიყვანონ...
ბარსელონას კრუიფის ნათლია გაწვრთნის
წაგება ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნთან“, შემდეგ ზედიზედ ორი ფრე ესპანეთის ჩემპიონატში და აღარც „ბარსელონამ“ დაახანა – კლუბი ბელგიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს დაეკონტაქტა. თავის მხრივ მარტინესმა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უკვე აცნობა, რომ შესაძლოა, „ბარსელონაში“ მუშაობას დათანხმდეს, მაგრამ ნაკრებს ოქტომბერში გასამართი შესარჩევი მატჩების დასრულებამდე არ დატოვებს. კუმანს რომ წყალი შეუდგა, ეს უკვე კარგა ხნის ამბავია. მის...
კუმანს შემცვლელი უპოვეს
ესპანურ სპორტულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ „ბარსელონას“ დირექტორატში რონალდ კუმანის შემცვლელად ტიერი ანრის მოიაზრებენ. კუმანს ვითარების გამოსასწორებლად რამდენიმე მატჩი დაუტოვეს, მერე კი… ტიერი ანრი კანდიდატად ჯერ კიდევ 2017 წელს მოიაზრებოდა, მაგრამ მაშინ არჩევანი ერნესტო ვალვერდეზე შეჩერდა. ამჟამად 44 წლის ანრი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის თანაშემწეა. მარტინესი ასევე მიიჩნევა კუმანის სავარაუდო შემცვლელად. თუ მისი კანდიდატურა გაიმარჯვებს,...
შესანიშნავი შვიდეული ანუ ვინ შეცვლის არტეტას?
ლონდონის „არსენალმა“ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშება ორი მარცხით დაიწყო და ეს ტრანსფერებში დახარჯული სოლიდური ფინანსების ფონზე. პასუხისმგებლობას ყველა მთავარ მწვრთნელ მიკაელ არტეტას აკისრებს. მას ხუთი ტური მისცეს ვითარების გამოსასწორებლად, არადა ამ ხუთი მატჩიდან უახლოესი „ეტიჰადზე“ უწევს, „სიტისთან“… რა მოხდება, თუ არტეტამ შეუძლებელი ვერ შეძლო? უკვე ცნობილია იმ სპეციალისტთა ვინაობა, ვინც მის შემცვლელად მოიაზრება: 1. პაულუ...
დე ბრუინისა და აზარის შესახებ
წუხელ, სევილიაში, ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. თამაში პარასკევსაა და ბელგიელთა ესპანელ მწვრთნელს რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ მანამდე ექიმებისგან პორტუგალიელების მიერ დაშავებული კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის შესახებ სასიკეთო ამბებს გაიგებს. „ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ არის ერთი ან მეორე, — მოჰყავს „ა...
ანრი სამშობლოს წინააღმდეგ
დღეს, 22 საათზე, საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ბომბარდირი და ლილიან ტურამის შემდეგ ყველაზე მეტი „კეპის” მქონე ვეტერანი ვარსკვლავი ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების სათადარიგოთა სკამიდან თავისი სამშობლოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ იმუშავებს — ის „წითელი ეშმაკების” მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტია. რობერტო მარტინესი: „ტიერი ანრიმ ისეთი რაღაც შეგვძინა, რაც არ გვქონდა. აგერ უკვე 12 წელიწადია, რაც მე...








