შესანიშნავი შვიდეული ანუ ვინ შეცვლის არტეტას?

Home აქეთურ-იქითური შესანიშნავი შვიდეული ანუ ვინ შეცვლის არტეტას?
შესანიშნავი შვიდეული ანუ ვინ შეცვლის არტეტას?

Arsenal Preview: Another poor Premier League season for Mikel Arteta will see Gunners cast into wilderness for good - Eurosportლონდონის „არსენალმა“ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშება ორი მარცხით დაიწყო და ეს ტრანსფერებში დახარჯული სოლიდური ფინანსების ფონზე.

პასუხისმგებლობას ყველა მთავარ მწვრთნელ მიკაელ არტეტას აკისრებს. მას ხუთი ტური მისცეს ვითარების გამოსასწორებლად, არადა ამ ხუთი მატჩიდან უახლოესი „ეტიჰადზე“ უწევს, „სიტისთან“…

რა მოხდება, თუ არტეტამ შეუძლებელი ვერ შეძლო? უკვე ცნობილია იმ სპეციალისტთა ვინაობა, ვინც მის შემცვლელად მოიაზრება:

 

1. პაულუ ფონსეკა (ბოლო სამუშაო ადგილი – „რომა“)

2. ანტონიო კონტე (ბოლო სამუშაო ადგილი – „ინტერი“)

3. ედი ჰაუ (ბოლო სამუშაო ადგილი – „ბორნმუთი“)

4. ბრენდან როჯერსი (ამჟამად მუშაობს „ლესტერში“)

5. რალფ ხაზენჰიუტლი (ამჟამად მუშაობს „საუთჰემპტონში“)

6. რობერტო მარტინესი (ამჟამად მუშაობს ბელგიის ნაკრებში).

ამათ გარდა, არის კიდევ სოლ კემპბელი, რომელსაც „არსენალის“ გარდა ინგლისის ნაკრებშიც უბურთავია. მისი თქმით, მზადაა ჩაიბაროს გუნდი და უმოკლეს დროში გამოიყვანოს კრიზისიდან. ვნახოთ. ამათგან ერთს, შესაძლოა, „მეთოფეთა“ მესაჭეობიდან თვენახევარი აშორებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".