შოტლანდიელმა მცველმა ენდრიუ რობერტსონმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი, რომელსაც მომავალ წელს გასდიოდა ვადა, 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
რობერტსონი „ენფილდზე“ 2017 წლიდან თამაშობს და ძირითადი შემადგენლობის წევრია. შარშან მან ჯამში 38 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
იურგენ კლოპი ძალიან განიცდიდა რობერტსონის ტრავმას, რომელიც მან სეზონის სტარტზე მიიღო.
საბედნიეროდ, ენდრიუმ ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობასთან ერთად ემზადება მომდევნო მატჩისთვის. მომდევნო მეტოქე კი „ჩელსია“, რომელსაც „ლივერპული“ 28 აგვისტოს „ენფილდზე“ დაუხვდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
