ჭდე: პაულუ ფონსეკა

Home პაულუ ფონსეკა
ფონსეკა ტრამპის და ინფანტინოს წინააღმდეგ
ჩანაწერი

ფონსეკა ტრამპის და ინფანტინოს წინააღმდეგ

„ლიონის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ეკიპს’’ ინტერვიუ მისცა, რომელშიც აშშ-ს  და ფიფას პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა. ის შეეხო ბოლოხანს წამოწეულ საკითხს, უნდა დააბრუნონ თუ არა რუსული კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებში.  ფონსეკამ, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს, თქვა: „ნუთუ ჩვენ სათამაშოდ მოსკოვში უნდა ვიაროთ, მაშინ როდესაც უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე ბურთს ვერ აგორებენ? ქვეყანა, რომელშიც შეიჭრნენ...

ჟორჟი არ იყიდება
ჩანაწერი

ჟორჟი არ იყიდება

ოთხშაბათს „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ სატრანსფერო ბაზარზე ილაპარაკა. „მოლენბეკთან’’ ამხანაგური შეხვედრის შემდეგ (0:0) პორტუგალიელს მისი გუნდის შემადგენლობაზე ჰკითხეს. ფონსეკამ კორენტენ ტოლისოსა და ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ კატეგორიულად თქვა: „კოკო ისევე როგორც ჟორჟი მე თავად მჭირდება. ჩემთვის მათი გაყიდვა არ განიხილება და ვფიქრობ კლუბისთვისაც ასეა’’. მწვრთნელს მხარი აუბა მიქაუტაძემაც (ფრანგულის მცოდნეებს შეგიძლიათ ქვემოთ მისი ინტერვიუ მოისმინოთ). ქართველმა...

ჟორჟის კარგი თამაში და ფონსეკას ემოცია
ჩანაწერი

ჟორჟის კარგი თამაში და ფონსეკას ემოცია

ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ევროლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ბუქარესტში „სტიაუას’’ 3:1 მოუგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. მიქაუტაძემ ჩინებული საგოლე პასი შეასრულა, როდესაც ნიკოლას ტალიაფიკომ ანგარიში გახსნა. ეს 30-ე წუთზე მოხდა. ზემოთ ხსენებულ 68-ე წუთზე კი, როდესაც ჟორჟს მოედანი უნდა დაეტოვებინა, მასპინძლებმა ანგარიში გაქვითეს. გოლი ალექსანდრუ ბალოტამ შეაგდო....

ჟორჟი მერვედფინალშია
ჩანაწერი

ჟორჟი მერვედფინალშია

პაულუ ფონსეკა საპრეზიდენტო ლოჟაში კლუბის მეპატრონის ჯონ ტექსტორის გვერდით იჯდა და მომავალი სამუშაოს მასშტაბს აფასებდა. „ლიონმა’’ ახალი მწვრთნელის თვალწინ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ლუდოგორეცს’’ უმასპინძლა – 1:1. საბოლოო ცხრილში ფრანგულმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალში გავიდა, სადაც ოთხიდან ერთს შეხვდება: პაოკს, „როიალ უნიონს’’, „სტიაუას’’ ან „აიაქსს’’. ამინდმა მოედანზე უარყოფითი კვალი დატოვა....

ვინ ჩავარდება ქერის ორმოში?
ჩანაწერი

ვინ ჩავარდება ქერის ორმოში?

როგორც კი „ნიუკასლ იუნაიტედს“ ახალი პატრონი, საუდის არაბეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი გამოუჩნდა, ინგლისურმა კლუბმა სამსახურიდან მყისვე გაათავისუფლა 60 წლის მწვრთნელი სტივ ბრუსი და შემცვლელის ძიებას შეუდგა. საუდელთა სიმდიდრიდან და ამბიციიდან გამომდინარე, არჩევა კატეგორიულად ცნობილი მწვრთნელებიდან დაიწყეს. ახსენეს ჟოზე მოურინიუ, ანტონიო კონტე, ფრენკ ლემპარდი, ლუსიენ ფავრი… მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე „ქერის ორმოში“ ჩავარდნის ყველაზე...

შესანიშნავი შვიდეული ანუ ვინ შეცვლის არტეტას?
ჩანაწერი

შესანიშნავი შვიდეული ანუ ვინ შეცვლის არტეტას?

ლონდონის „არსენალმა“ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშება ორი მარცხით დაიწყო და ეს ტრანსფერებში დახარჯული სოლიდური ფინანსების ფონზე. პასუხისმგებლობას ყველა მთავარ მწვრთნელ მიკაელ არტეტას აკისრებს. მას ხუთი ტური მისცეს ვითარების გამოსასწორებლად, არადა ამ ხუთი მატჩიდან უახლოესი „ეტიჰადზე“ უწევს, „სიტისთან“… რა მოხდება, თუ არტეტამ შეუძლებელი ვერ შეძლო? უკვე ცნობილია იმ სპეციალისტთა ვინაობა, ვინც მის შემცვლელად მოიაზრება:   1. პაულუ...

ჟოზეს მომდევნო გაჩერება – რომი
ჩანაწერი

ჟოზეს მომდევნო გაჩერება – რომი

იტალიურმა „რომამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ჟოზე მოურინიუსთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს მომდევნო სეზონის დასაწყისში ჩაიბარებს და 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. აქამდე „რომას“ პაულუ ფონსეკა თავკაცობდა და კლუბის ბოსები ისედაც არ იყვნენ მისით აღფრთოვანებულნი, ბოლო წერტილი კი ევროპის ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ 2:6 მარცხი გახდა. ფონსეკა გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. მოურინიუს კი იტალიაში სერიოზული შლეიფი...

რომამ ფრე წააგო
ჩანაწერი

რომამ ფრე წააგო

იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში „რომამ“ გასვლითი მატჩი ვერონასთან ფრედ, 0:0 ითამაშა, მაგრამ წაგება ჩაეთვალა. როგორც ირკვევა, „ჯალოროსის“ შემადგენლობაში ითამაშა ფეხბურთელმა, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა. „რომამ“ 23 წლის ნახევარმცველი ამადუ დიავარა შეცდომით 22-წლამდე გუნდის განაცხადში შეიყვანა, ხოლო „ვერონასთან“ 25-კაციან განაცხადის მიღმა დარჩა. ამის მიუხედავად, მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ დიავარა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და მანაც...