ოთხშაბათს „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ სატრანსფერო ბაზარზე ილაპარაკა. „მოლენბეკთან’’ ამხანაგური შეხვედრის შემდეგ (0:0) პორტუგალიელს მისი გუნდის შემადგენლობაზე ჰკითხეს. ფონსეკამ კორენტენ ტოლისოსა და ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ კატეგორიულად თქვა: „კოკო ისევე როგორც ჟორჟი მე თავად მჭირდება. ჩემთვის მათი გაყიდვა არ განიხილება და ვფიქრობ კლუბისთვისაც ასეა’’.
მწვრთნელს მხარი აუბა მიქაუტაძემაც (ფრანგულის მცოდნეებს შეგიძლიათ ქვემოთ მისი ინტერვიუ მოისმინოთ). ქართველმა თქვა: „მე 2028 წლამდე „ლიონის’’ მოთამაშე ვარ. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემს გუნდს, ჩემს კლუბს დავეხმარო’’.
ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ მიქაუტაძეს „ლიონის’’ მთავარი ვარსკვლავის ტვირთი დააწვა. მას ჰკითხეს, ხომ თრგუნავს ასეთი პასუხისმგებლობა. თავდამსხმელმა უპასუხა:
„მე ეს პასუხისმგებლობა მომწონს. ჩვენი ფეხბურთით უნდა ვისიამოვნოთ და ასეთი გაწყობა ფანებს და კლუბს გადავცეთ. მინდა გასულ სეზონთან შედარებით მეტი გოლი (17 ყველა შეჯიბრებაში) გავიტანო და კიდევ უფრო საკვანძო ფეხბურთელი გავხდე. ჩვენი ამბიცია ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/09/2026 | 09:57სანიოლი: 25 – 10 – 23
სიახლეები27/09/2026 | 09:17ტორესმა ააცილა და ააცილა
აქეთურ-იქითური27/09/2026 | 07:15ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
სიახლეები26/09/2026 | 09:45უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
