ყოფილი ფეხბურთელი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ადელ რამი, რომელსაც უთამაშია „ლილში’’, „ვალენსიაში’’, „მილანში’’, „მარსელში’’, „ფენერბაჰჩეში’’ და სხვა გუნდებში თავის Twitch-ზე ლამინ იამალზე ლაპარაკისას დედის გინებასაც კი არ მოერიდა. მან პირდაპირ თქვა, რომ ახალგაზრდა ესპანელ ვარსკვლავს ვერ იტანს.
„უკვე ორი თვეა, რაც გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ის დასანახად მეზიზღება. აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მიმიფურთხებია ყველასთვის. კმაყოფილებისთვის, უკმაყოფილოებისთვის, „ბარსას’’ გულშემატკივრებისთვის, იამალის პირადი გულშემატკივრებისთვის… ჩემი სიმართლე ასეთია: საფეხბურთო თვალსაზრისით სალაპარაკო არაფერია. ის გენიოსია! და ალბათ „ოქროს ბურთებს’’ და ევროპის თასებს მოიპოვებს. მოიგებს ყველაფერს, რაც გინდა. მაგრამ ადამიანურად: მაგის დედას (ბოლომდე თქვა)…
გავცოფდი, როდესაც დავინახე როგორ ჩამოართვა ხელი კრიშტიანუ რონალდუს. ყველაფერი ამას მიჰყვა. არ მომეწონა რომ თავის გადაღებულ ვიდეოში მასზე ასეთ ტონში ილაპარაკა. მძულს, როდესაც ვხედავ, რეებს აკეთებს ჩაჩაჩული შარვლით და შორტებით. ეგ ჩაჩაჩული შარვლები ამერიკის და მექსიკის ციხეებიდან მოდის. ასეთი ჩაცმა ნიშნავდა, მოდით და მომტ…თო. იამალი წვეულებებს აწყობს. უკვე მის წვეულებებზე დაიწყეს ლაპარაკი.. მოიცა, რა ცოტა ეს დედამოტ…ლი. მოდის, 10 ნომრიან მაისურს იცვამს და დიდბრილიანტებიან რაღაცებს იკეთებს… ამერიკელივით იქცევა. მოტ…ნა უკვე ტვინი’’.
პირდაპირ ეთერში ნათქვამ უხეშ გამონათქვამებს სოციალურ მედიაში ცხადია დიდი რეაქცია მოჰყვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
