ინგლისური პრესა წერს, რომ კევინ დე ბრუინის „ნაპოლიში’’ გადასვლა ისედაც გასაკვირი ამბავი იყო და ამას პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში ნეაპოლელთა 0:2 წაგება დაემატა. იტალიის ჩემპიონი სერია C-ს B ჯგუფის „არეცოსთან’’ დამარცხდა. და კიდევ ერთი უცნაურობა: მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები პრემიერლიგის ყოფილ ვარსკვლავს ჩასაფრებული თინეიჯერებივით მიცვივიდნენ და ფოტოების გადაღება სთხოვეს.
ასეთი გამოდგა ბელგიელის პირველი შეხვედრა ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით. შეხვედრის დამთავრების შემდეგ 34 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო წლებში სახელი „მანჩესტერ სიტიში’’ თამაშით გაითქვა, გასახდელში შესვლის ნაცვლად მოედნის ცენტრში იდგა და მისი სიახლოვით აღტაცებულ არეცოელებთან ფოტოებს იღებდა.
კონტემ დე ბრუინი მეორე ტაიმში სტანისლავ ლობოტკათი შეცვალა.
ბელგიელი „ნაპოლიში’’ 11 ნომრით ითამაშებს, მაგრამ კლუბმა პატივისცემის ნიშნად მას დიეგო მარადონას ნომრით, ათიანით ვარჯიშის ნება დართო.
„არეცოსთან’’ შეხვედრაში „ნაპოლის’’ აკლდნენ სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეი და მატეო პოლიტანო. ორივეს კუნთის პრობლემა ჰქონდა, რაც „ნაპოლიში’’ თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელიასაც აწუხებდა. ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ ეს სავარაუდოდ კონტეს მეტისმეტად დიდი ფიზიკური დატვირთვების ბრალია.
„ნაპოლი’’ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას სერია B-ს „კატანძაროსთან’’ 26 ივლისს ჩაატარებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
