
1 ივლისს ინგლისური „კრისტალ პალასი’’ ევროპის ლიგიდან კონფერენციის ლიგაში გადაიყვანეს. მიზეზი: მას და „ლიონს’’ ერთ შეჯიბრებაში არ უნდა ეთამაშათ, რადგან საერთო პეტრონი ჰყავდათ და გარიგების შესაძლებლობა არ უნდა მისცემოდათ. ახლა „პალასის’’ ხელმძღვანელობა საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივის.
ინგლისურმა გუნდმა გასულ სეზონში ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო (ფინალში „მანჩესტერ სიტი’’ დაამარცხა 1:0) და წესით ევროპის ლიგაში ეკუთვნოდა ადგილი, მაგრამ უეფამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უფრო დაბალ დონეზე გააწესა. პრობლემა ის არის, რომ ორივე კლუბს ერთი პატრონი ჰყავდა ― ამერიკელი ჯონ ტექსტორი. მართალია ტექსტორმა „კრისტალ პალასი’’ ივნისის ბოლოს თავის თანამემამულეს ვუდი ჯონსონს მიჰყიდა, მაგრამ უეფამ ეს არგუმენტი ნაგვიანევად მიიჩნია.
როგორც აღვნიშნეთ, „კრისტალ პალასმა’’ ევროპული ფეხბურთის შეფების გადაწყვეტილება უსამართლოდ ჩათვალა და საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა. ახლა ლონდონელები ერთი მხრივ „ლიონს’’, ხოლო მეორე მხრივ „ნოტინგემ ფორესტს’’ ებრძვიან. „ფორესტი’’ რა შუაშია? მისმა მეპატრონემ ევანგელოს მარინაკისმა თადარიგი დაიჭირა და დრულად დაასაბუთა, რომ „პალასთან’’ ერთად „ოლიმპაკოსსაც’’ აღარ ფლობს – ანუ, ინგლისურ კლუბზე გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენს – და შესაბამისად, უეფამ ევროპის ლიგაში პრემიერლიგის მეშვიდეადგილოსანი ნოტინგემელები დაუშვა.
„ლიონის’’ „კრისტალ პალასზე’’ წინ დაყენება ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში უფრო მაღალი ადგილის გამო დააყენა.
უეფა გადაწყვეტილებას 11 აგვისტომდე მიიღებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
კატეგორიის გარეშე09/08/2026 | 08:46ჟორჟი ორივე გუნდში ყველას სჯობდა
მთავარი ამბავი09/08/2026 | 07:25ხვიჩამ უხეშობამდე კარგად ითამაშა
