ჯერ კიდევ მოქმედმა ფრანგმა მეკარემ, 42 წლის ლუდოვიკ ბუტელმა კარიერა „მეცში’’ დაიწყო, სადაც ამ ზაფხულს გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გადავიდნენ. ბუტელი „მეციდან’’ „ვალენსიაში’’ გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ იმ 9 შეხვედრიდან, რომელიც მან „ღამურების’’ შემადგენლობაში ჩაატარა, ერთი „რეალთან’’ იყო, „რეალი’’ კი მაშინ დიდი ვარსკვლავების გუნდი გახლდათ, მას „გალაქტიკოს’’ ეძახდნენ. იქ თამაშობდნენ ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, ბრაზილიელი რონალდო, რაული, იკერ კასილიასი და სხვები.
„რეიმსის” კარის მცველი იგონებს: „თამაშის შემდეგ ზიდანს მაისური ვთხოვე. შევედი „რეალის’’ გასახდელში და დიდი ვარსკვლავებით სავსე ოთახში აღმოვჩნდი. ვიდექი მათ შორის და პირდაღებული ვიყურებოდი.
მივედი ზიდანთან, მან მაისური გამომიწოდა და ლაპარაკი დამიწყო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ზიდანმა მკითხა: შენი ტრავმის საქმე როგორ არის? რაიმე პოსტტრავმული ეფექტი ხომ არ დაგიტოვა? შოკი მქონდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზიდანს ჩემი ტრავმის შესახებ ეცოდინებოდა. ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ, მერე ერთხელაც გადავუხადე მადლობა და მოვტრიალდი, მან კი გამაჩერა: რამე ხომ არ დაგავიწყდა? არა-მეთქი, ვუპასუხე დაბნეულმა. დარწმუნებული ხარ? შენი მაისური არ უნდა მომცე? ენა ჩამივარდა. გავიხადე მაისურა და გავუწოდე. მაშინ 21 წლის ვიყავი და თავს ჯერ კიდევ ბავშვად აღვიქვამდი’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
კატეგორიის გარეშე09/08/2026 | 08:46ჟორჟი ორივე გუნდში ყველას სჯობდა
მთავარი ამბავი09/08/2026 | 07:25ხვიჩამ უხეშობამდე კარგად ითამაშა
