წაგება ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნთან“, შემდეგ ზედიზედ ორი ფრე ესპანეთის ჩემპიონატში და აღარც „ბარსელონამ“ დაახანა – კლუბი ბელგიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს დაეკონტაქტა.
თავის მხრივ მარტინესმა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უკვე აცნობა, რომ შესაძლოა, „ბარსელონაში“ მუშაობას დათანხმდეს, მაგრამ ნაკრებს ოქტომბერში გასამართი შესარჩევი მატჩების დასრულებამდე არ დატოვებს.
კუმანს რომ წყალი შეუდგა, ეს უკვე კარგა ხნის ამბავია. მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, მაგრამ მარტინესი ლაპორტას ფავორიტია და მასთან თანამშრომლობას იგი საპრეზიდენტო არჩევნებამდეც განიხილავდა. თავად მარტინესს კარგი ურთიერთობა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობაში მყოფ რამდენიმე პირთან აქვს. ჟორდი კრუიფთან სულაც ნათლი-მირონობა აკავშირებს – ერთმანეთის შვილების ნათლიები არიან.
თუმცა, ესპანურ მედიაში განსხვავებული ინფორმაციაც ვრცელდება. მაგალითად, წერენ, რომ „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატი ჩავი ერნანდესია.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
