ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან

Home სიახლეები ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან
ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდ ფედერიკო კიეზას „დორტმუნდმა“ დაადგა თვალი.

გერმანელები მასში ერლინგ ჰოლანდის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც, ხვდებიან, რომ ვერ შეინარჩუნებენ. 23 წლის კიეზა ევროპის წინა ჩემპიონატზე 7 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა.

მისი სატრანსფერო უფლებები „ფიორენტინას“ ეკუთვნის, ტურინში კი 2020 წლის შემოდგომაზე იჯარით გადავიდა.

გასულ სეზონში მან „იუვეში“ 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. ფედერიკო კიეზას სავარაუდო სატრანსფერო ფასი დაახლოებით 70 მილიონი ევროა.