ჭდე: ფედერიკო კიეზა

Home ფედერიკო კიეზა
ენრიკო კიეზა, ბედიერი კაცი
ჩანაწერი

ენრიკო კიეზა, ბედიერი კაცი

„ლივერპული’’ რომ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება წყალი არ გაუვა, მაგრამ ფედერიკო კიეზა შეიძლება ტიტულის გარეშე დარჩეს. საქმე ის არის, რომ ინგლისური წეს-კანონის თანახმად მედალი ერგებათ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომელბიც სულ მცირე ხუთ შეხვედრაში მაინც მიიღებენ მონაწილეობას. ჯერჯერობით კიეზა სამჯერ იყო მოედანზე. შეგახსენებთ, რომ იტალიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიჩნეული კიეზა „მერსისაიდელებმა’’ ზაფხულში 15 მილიონ ევროდ შეიძინეს და [...]

პაგანინი: კვარას კუნთის დაღლა იგივეა, რაც მუცლის ტკივილი
ჩანაწერი

პაგანინი: კვარას კუნთის დაღლა იგივეა, რაც მუცლის ტკივილი

ნეაპოლში გრძელდება ლაპარაკი ხვიჩა კვარაცხელიას და ფედერიკო კიეზას შესახებ. ამბობენ, რომ ქართველი გარემარბი „ნაპოლიდან’’ წავა და მის ადგილს „ლივერპულში’’ ხელმოცარული კიეზა დაიკავებს. სატრანსფერო ამბების ექსპერტმა პაოლო პაგანინიმ RAI-ს ეთერიდან თქვა: „კვარაცხელიას კუნთის გადაღლა მუცლის ტკივილის მსგავსი გამოგონებული რამაა. როგორც მე ვიცი იყო კამათი კონტესთანაც, რადგან კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას არა და არ [...]

კიეზა – ხვიჩას სავარაუდო შემცვლელი
ჩანაწერი

კიეზა – ხვიჩას სავარაუდო შემცვლელი

ითქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლოს „ნაპოლის’’ დატოვებს და არ არის გამორიცხული, მის შემცვლელად აურელიო დე ლაურენტისმა ფედერიკო კიეზა მიიყვანოს. მაგრამ, სად არის კიეზა, რომელიც წინა წლებში „იუვენტუსში’’ თამაშობდა, ბოლოხანს კი თვალსაწიერიდან გაქრა? გასულ ზაფხულს ის „ლივერპულში’’ გადავიდა, ოღონდ ტრანსფერმა არ გაამართლა. მერსისაიდელთა თავკაცი არნე სლოტი კიეზაზე დიდ იმედებს ამყარებდა. ჰოლანდიელმა იტალიელი ფლანგელი ძვირადაც არ [...]

კვარა ნაპოლიდან უეჭველად წავა
ჩანაწერი

კვარა ნაპოლიდან უეჭველად წავა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ’’ „ვენეციას’’ შეცვლაზე შესული ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 მოუგო და „ატალანტას’’ წამოეწია. ბერგამოელები „პარტენოპეელებს’’ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით ჯობიან. შეხვედრის პირველ ტაიმში რომელუ ლუკაკუმ პენალტი ვერ გაიტანა. ციდან ვარსკვლავები არც სხვა ნეაპოლელებს მოუწყვეტიათ, მაგრამ იტალიური საიტები მაინც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს უკირკიტებენ. თუკი მასპინძლეთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ურიგოდ [...]

ნაპოლი — არის კიეზას ვარიანტი
ჩანაწერი

ნაპოლი — არის კიეზას ვარიანტი

„ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი კონტრაქტის თანახმად „მარადონაზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ როგორც ცნობილია ბარგი ჩაალაგა და „იუვენტუსის” გზას ადგას. ამის გამო ნეაპოლის ქუჩებში გულშემატკივრები ათას საინტერესო სატრანსფერო ვარიანტს განიხილავენ — რა ან ვინ უნდა მიიღოს ჯიუნტოლის სანაცვლოდ „ნაპოლიმ” „ბებერი ქალბატონისგან”? ვარიანტებს შორის გახლავთ ფედერიკო კიეზას გადასვლა „აძურიში”. ენრიკო კიეზას ვაჟის თავის გუნდში [...]

კიეზამ ნავსი გატეხა
ჩანაწერი

კიეზამ ნავსი გატეხა

ფედერიკო კიეზამ, რომელიც „ნაპოლისთან” 1:5 წაგების შემდეგ „იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად გააკრიტიკეს, „მონცასთან” სათასო შეხვედრაში გოლი გაიტანა. „ნაპოლისთან” მასიმილიანო ალეგრიმ მას მარჯვენა ფრთის კონტროლი დაავალა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მაგრამ კიეზამ ქართველის გაუვნებელყოფაში თანაგუნდელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. იტალიელს 378 დღის განმავლობაში მეტოქის კარში ბურთი არ ჰქონდა გატანილი და აი, ნავსი გატყდა. ენრიკო კიეზას 26 [...]

ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან
ჩანაწერი

ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდ ფედერიკო კიეზას „დორტმუნდმა“ დაადგა თვალი. გერმანელები მასში ერლინგ ჰოლანდის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც, ხვდებიან, რომ ვერ შეინარჩუნებენ. 23 წლის კიეზა ევროპის წინა ჩემპიონატზე 7 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა. მისი სატრანსფერო უფლებები „ფიორენტინას“ ეკუთვნის, ტურინში კი 2020 წლის შემოდგომაზე იჯარით გადავიდა. გასულ სეზონში მან „იუვეში“ 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასი [...]

კიეზებს იტალიისთვის ინგლისში გააქვთ
ჩანაწერი

კიეზებს იტალიისთვის ინგლისში გააქვთ

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ნაკრებმა დამტებით დროში 2:1 სძლია ავსტრიას. იტალიელთა პირველი გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა. შედეგად, ენრიკო და ფედერიკო კიეზები პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლები გაიტანეს. ენრიკომ, 1996 წლის 14 ივნისს ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ ჩეხეთს გაუტანა, მაგრამ ის თამაში იტალიამ 1:2 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ფედერიკომ კი ავსტრიას ლონდონში, „უემბლიზე“ შეუგდო [...]

ლიგას ერთი ამბიცია მოაკლდა
ჩანაწერი

ლიგას ერთი ამბიცია მოაკლდა

„უვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდა. ის გააგდო „პორტუმ”, რომელიც შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო 35 წუთისა და დამატებითი დროის განმავლობაში ათი კაცით თამაშობდა თერთმეტის წინააღმდეგ. აქა-იქ უკვე დაიწერა, რომ „იუვეს” ლიდერის, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ამ კლუბში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის — რონალდუ „იუვეში” 2018 წლიდან თამაშობს, მაგრამ ამბიციურ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგა [...]