
ნეაპოლში გრძელდება ლაპარაკი ხვიჩა კვარაცხელიას და ფედერიკო კიეზას შესახებ. ამბობენ, რომ ქართველი გარემარბი „ნაპოლიდან’’ წავა და მის ადგილს „ლივერპულში’’ ხელმოცარული კიეზა დაიკავებს. სატრანსფერო ამბების ექსპერტმა პაოლო პაგანინიმ RAI-ს ეთერიდან თქვა:
„კვარაცხელიას კუნთის გადაღლა მუცლის ტკივილის მსგავსი გამოგონებული რამაა. როგორც მე ვიცი იყო კამათი კონტესთანაც, რადგან კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას არა და არ დაადგა საშველი. კვარაცხელიას ხელფასი კვლავ დაბალია. ამას ემატება ის გარემოება, რომ გამოჩნდა დავიდ ნერეში, რომელიც კვარას შემადგენლობიდან ავიწროებს და ქართველს კლუბიდან წასასვლელად დამატებით სტიმულს აძლევს. ვიცი, რომ კიეზას აგენტი ფალი რამადანი იტალიაში იყო და კონტესა და აურელიო დე ლაურენტისს ელაპარაკა. არ არის გამორიცხული, კიეზა ამ თვეშივე დაბრუნდეს სერია A-ში’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/10/2026 | 09:10ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
მთავარი ამბავი20/10/2026 | 08:06უნდა ათამაშონ ბარსელონასთან კვარაცხელია თუ არა?
სიახლეები20/10/2026 | 06:54იამალი: პარიზო, მოვდივარ!
მთავარი ამბავი19/10/2026 | 09:04ბარკოლა: პრემიერლიგა ტაქტიკურად გაცილებით მარტივია
