ბელგიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი რობერტო მარტინესი, დიდი ალბათობით, პორტუგალიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში – ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, მწვრთნელსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. 49 წლის ესპანელის ოფიციალური წარდგენა მომავალი კვირის ბოლოს არის დაგეგმილი.
რობერტო მარტინესი 2016 წლიდან ბელგიის ნაკრებს წვრთნიდა. მან ეს პოსტი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, როცა ბელგიამ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.
ბელგიის ნაკრებში მარტინესი 2016 წლიდან მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. საკლუბო დონეზე მარტინესი „სუონსის“, „უიგანისა“ და „ევერტონის“ მწვრთნელი იყო.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
