წუხელ, სევილიაში, ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. თამაში პარასკევსაა და ბელგიელთა ესპანელ მწვრთნელს რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ მანამდე ექიმებისგან პორტუგალიელების მიერ დაშავებული კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის შესახებ სასიკეთო ამბებს გაიგებს.
„ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ არის ერთი ან მეორე, — მოჰყავს „ა ბოლას” მარტინესის სიტყვები, — კევინის შემთხვევაში დაშავებულია კოჭი. მას ძალიან ეუხეშნენ (კერძოდ, ეს იყო „სპორტინგის” 25 წლის ნახევარმცველი ჟოაო პალინია), იმდენად, რომ დე ბრუინმა თამაშის გაგრძელებაც კი ვერ შეძლო.
რაც შეეხება ედენს, მას კუნთის პრობლემა აქვს და 48 საათი უნდა დავიცადოთ, რათა დავნახოთ, რეალურად რა სურათის წინაშე ვდგავართ. ახლა ჩვენ ბელგიაში ვბრუნდებით და ფეხბურთელები გამოკვლევებს იქ ჩაიტარებენ”.
ბელგიისა და იტალიის მეოთხედფინალი 2 ივლისს მიუნხენში „ალიანც არენაზე” გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
