ჭდე: ედენ აზარი

Home ედენ აზარი
მოისვენა კაცმა რაც თამაშს თავი დაანება
ჩანაწერი

მოისვენა კაცმა რაც თამაშს თავი დაანება

33 წლის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი რაც ფეხბურთიდან წავიდა ცხოვრებით ტკბება. ის სულ ახლახან დაბრუნდა მექსიკიდან, სადაც შვიდკაცა ფეხბურთში მსოფლიოს სამეფო თასზე გამოვიდა, მაგრამ მისი ქვეყნის ნაკრები შეჯიბრებიდან მალევე გამოვარდა. შემდეგ, თავისი სამი ძმის თანხლებით ჟერარ პიკეს მოწყობილ ტურნირზე გამოვიდა, ბოლოს კი საფრანგეთში მონ-ვანტუზე ველოსიპედით ავიდა. ის ველოსიპედისტთა გუნდ Intermarché-Wanty-ს ახლდა.

არსენალის ფანი ყოფილა
ჩანაწერი

არსენალის ფანი ყოფილა

მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავმა ედენ აზარმა აღიარა, რომ ბავშვობაში „არსენალის“ დიდი ქომაგი იყო, მაგრამ შემდეგ ბედის ირონიით, წლების განმავლობაში „მეთოფეთა“ კონკურენტის, „ჩელსის“ ღირსებას იცავდა. „ჩელსიში“ შვიდ წელიწადს ვითამაშე და საქვეყნოდ არ დავიწყებ ყვირილს, თუმცა ბავშვობაში „არსენალისა“ და ტიერი ანრის დიდი ქიმაგი ვიყავი. ახლა ის ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს“, – თქვა აზარმა ინგლისურ...

აზარმა ფურცელი გადაშალა…
ჩანაწერი

აზარმა ფურცელი გადაშალა…

ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ 31 წლის თავდამსხმელი ედენ აზარი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა. „დღეს გადავშალე ახალი ფურცელი ჩემს კარიერაში, მივიღე ბელგიის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება. მადლობა ყველას სიყვარულისა და თანადგომისთვის. მადლობა იმ შესანიშნავი პერიოდისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ 2008 წლიდან. ბელგიის ნაკრების ახალი თაობა მზად არის, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოს. თქვენს გარეშე ძალიან მოვიწყენ“, – დაწერა აზარმა...

რეალის თავდასხმის შესახებ
ჩანაწერი

რეალის თავდასხმის შესახებ

ნათქვამია, თუ ფეხბურთის კლუბი საზაფხულო საქმეებს ადრევე მოაგვარებს, სეზონისთვის კარგად მოემზადებაო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ „რეალი” სწორ გზაზე დგას. როგორც კი გაირკვა, რომ კილიან მბაპეს ვერ ყიდულობენ, მადრიდელებმა ვეტერანი მცველი ანტონიო რუდიგერი და 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი აურელიან ჩუამენი შეიძინეს. წუხანდელ პრეს-კონფერენციაზე „თეთრების” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ შემდგომი სატრანსფერო გეგმების შესახებ ილაპარაკა. „მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით,...

აზარისთვის სეზონი დასრულდა
ჩანაწერი

აზარისთვის სეზონი დასრულდა

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა. ბელგიელს აქილევსის მყესის პრობლემა აქვს და ოპერაცია სჭირდება. რაც აზარი „ჩელსიდან“ „რეალში“ გადავიდა, სხვა ფეხბურთელი გახდა – ასეთი სახეცვლილება უარესობისკენ იშვითია… ისე, ტრავმის გარეშეც ჩანდა, რომ კარლო ანჩელოტი ბელგიელს არ ენდობოდა. 115-მილიონიან კაცს ბევრი შანსი მისცა, მაგრამ ფაქტია, მიმდინარე სეზონის 17 მატჩში მან მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა....

აზარი – ანჩელოტი – ბეილი
ჩანაწერი

აზარი – ანჩელოტი – ბეილი

2014 წლიდან მოყოლებული, მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში არ გასულა და ვერც ახლა გავა. „რეალი“ ნახევარფინალში გავარდა „ბილბაოსთან“ (0:1)… თუმცა აქ უფრო ედენ აზარისა და კარლო ანჩელოტის დამოკიდებულებაზე დავწერთ. აზარი უკმაყოფილოა, რომ ანჩელოტი არ ენდობა. ამას უსამართლოდ მიიჩნევს. ბელგიელს უკვირს მწვრთნელის სიტყვები, რომელიც ამბობს, აზარი ჯერ ბოლომდე უნდა შევიდეს ფორმაში და მერე ვათამაშებთო… ფეხბურთელი...

მოღუშული
ჩანაწერი

მოღუშული

„რეალმა“ „ბილბაოს“ 2:0 რომ მოუგო და ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა ცნობილი ამბავია, როგორც ის, რომ ესპანეთის სუპერთასი მადრიდელებისთვის ყველაზე სანატრელი ჯილდო არ არის. და მაინც, მისი მოგება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გამარჯვებათა გზაზე დადგომა ნებისმიერი ამბიციური კლუბისთვის აუცილებელია. თუმცა, „რეალის“ ფეხბურთელთა შორის იყო ერთი, რომლის გულსაც საუდის არაბეთში მიღწეული წარმატება საერთოდ არ გაკარებია. ეს გახლდათ ბელგიელი...

აბრამოვიჩს ედენის ედემში დაბრუნება სურს
ჩანაწერი

აბრამოვიჩს ედენის ედემში დაბრუნება სურს

30 წლის ედენ აზარი შეიძლება „ჩელსიში“ დაბრუნდეს — დასავლეთ ლონდონის კლუბმა „რეალთან“ არაფორმალური მოლაპარაკებები წამოიწყო. ბელგიელმა ვარსკვლავმა „ჩელსი“ 2019 წელს დატოვა. მადრიდელებმა მასში 115 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ტრანსფერმა არ გაამართლა. აზარმა „თეთრების“ შემადგენლობაში უფრო მეტი თამაში (57) გამოტოვა, ვიდრე ჩაატარა (51); ის მეტწილად დაშავებული იყო. თავისი გუნდის ყოფილი ვარსკვლავის შემყურე „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი...

აზარი იუვეს უარობს
ჩანაწერი

აზარი იუვეს უარობს

კარგა ხანია „რეალი“ ბელგიელი ედენ აზარის გაყიდვას ცდილობს და ძლივს რეალური ვარიანტი გამოუჩნდა, მაგრამ… 30 წლის ფორვარდს მადრიდიდან წასვლა არ უნდა. არც გაემტყუნება: ასეთ ფორმაში მყოფ აზარს წლიურად 15 მილიონ ევროს არავინ გადაუხდის. მათ შორის არც ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელს ეძებს. 2019 წელს ფლორენტინო პერესმა აზარი „ჩელსიდან“ დაახლოებით 113 მილიონ ევროდ იყიდა, დღეს...

დე ბრუინისა და აზარის შესახებ
ჩანაწერი

დე ბრუინისა და აზარის შესახებ

წუხელ, სევილიაში, ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. თამაში პარასკევსაა და ბელგიელთა ესპანელ მწვრთნელს რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ მანამდე ექიმებისგან პორტუგალიელების მიერ დაშავებული კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის შესახებ სასიკეთო ამბებს გაიგებს. „ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ არის ერთი ან მეორე, — მოჰყავს „ა...