2014 წლიდან მოყოლებული, მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში არ გასულა და ვერც ახლა გავა.„რეალი“ ნახევარფინალში გავარდა „ბილბაოსთან“ (0:1)…
თუმცა აქ უფრო ედენ აზარისა და კარლო ანჩელოტის დამოკიდებულებაზე დავწერთ.
აზარი უკმაყოფილოა, რომ ანჩელოტი არ ენდობა. ამას უსამართლოდ მიიჩნევს. ბელგიელს უკვირს მწვრთნელის სიტყვები, რომელიც ამბობს, აზარი ჯერ ბოლომდე უნდა შევიდეს ფორმაში და მერე ვათამაშებთო…
ფეხბურთელი ამბობს, რომ მცირე სათამაშო პრაქტიკით ფორმაში შესვლას ვერ მოახერხებს. „ბილბაოსთან“ შეხვედრაშიც ანჩელოტიმ გასახურებლად გაუშვა აზარი, მერე კი უკან დააბრუნა, რაზეც გარეთ ბეილს ხმამაღლა გაეცინა…
თავად ბეილიც ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
