კლოპს გაუგებ, პეპს – ვერა

Home აქეთურ-იქითური კლოპს გაუგებ, პეპს – ვერა
კლოპს გაუგებ, პეპს – ვერა

Leeds fan calls for Marcelo Bielsa to be SACKED and replaced with Sam  Allardyce or Steve Bruce in mad talkSPORT call - 'He's not what people make  him out to be!'„ლიდსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას თავისებურებებზე ისაუბრა.

„ გვარდიოლას იდეებს ვერ გაუგებ. მხოლოდ უნდა უყურო და ისიამოვნო. თუ ვინმე პეპის მიბაძვას დაიწყებს, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

… ვფიქრობ, შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს მისი ტვინი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის შეუძლებელია.

… კლოპი? ის შესანიშნავი მწვრთნელია თავისი სტილითა და ხასიათით. „ლივერპულის“ თამაშის ყურებაც სასიამოვნოა, მაგრამ კლოპის სტილს უფრო გაიგებ. გერმანელის გუნდები გამოირჩევიან ენთუზიაზნით, აი, პეპის გუნდებს კი ხელოვნების ნიმუშს ქმნიან“.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ