„სარბიელის“ დიდ ოჯახს კიდევ ერთი გამორჩეული წევრი გამოაკლდა – 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ზაალ გიგინეიშვილი.
ზაალი ძირძველი სარბიელელი იყო, ჩვენი გაზეთის სტაჟიან მკითხველს უთუოდ ემახსოვრება მის მიერ შექმნილი რუბრიკა „უცხო ხილი“ და გამოგონილი პერსონაჟი ყაფლან ჯანდიერი.
თავად ყოფილი მორაგბე, სპორტის ამ სახეობის უდიდესი მოამაგე და პოპულარიზატორი გახლდათ. უიშვიათესი ერუდიტი და პოლიგლოტი არაერთი წიგნის ავტორი იყო და გარდა მწერალი-ჟურნალისტობისა რაგბის მატჩების შესანიშნავი კომენტატორიც იყო.
„სარბიელი“ დიდ მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ზაალ გიგინეიშვილის ოჯახსა და ახლობლებს.
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
