პეკინში მიმდინარე ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში პირველი დღის შემდეგ 10 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა.
გუნდური შეჯიბრება ოლიმპიადაზე მესამედ იმართება, ხოლო საქართველო 10 საუკეთესო ქვეყანაში პირველად მოხვდა.
ფიგურული ციგურაობა გუნდურში ოთხ დისციპლინაში მიმდინარეობს. მათგან სამში მონაწილეები უკვე გამოვიდნენ. ჩვენი დელეგაციიდან მორის ყვითელაშვილმა (კაცები), გიორგი რევია-მარია კაზაკოვმ (რითმული ცეკვები) და ლუკა ბერულავა-კარინა საფინამ (სპორტული ცეკვები) ისრიალეს.
ქულები დაკავებული ადგილებით ჯამდება. ყვითელაშვილმა (92.87) მეოთხე ადგილი დაიკავა და ნაკრებს შვიდი ქულა მოუტანა, ხუთი ქულით დაასრულეს ასპარეზობა ბერულავა-საფინას დუეტმა, ხოლო რევია-კაზაკოვას წყვილმა ყულაბას სამი ქულა შემატა.
სამი დისცილნის შემდეგ გუნდურ შეჯიბრში ასეთი მდგომარეობაა: აშშ (28 ქულა), რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი (26), ჩინეთი (21), იტალია (18), იაპონია (16), კანადა (16), საქართველო (15), ჩეხეთი (12), გერმანია (3), უკრაინა (4).
5 თებერვალს ყინულის მოედანზე ქალები გავლენ, საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა ისრიალებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
