პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლა, მეტ-ნაკლებად დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ ყოვლისა ეს ფიგურულ მოციგურავეთა ასპარეზობაზე უნდა ითქვას. დავიწყოთ გუნდური შეჯიბრით, სადაც საქართველო იმ 10 ქვეყანაში მოხვდა, რომლებიც მედლებისთვის იბრძოდნენ. თავისთავად, ეს უკვე წარმატებაა, რადგან სტანდარტული ზომის ყინულის მოედნის არმქონე საქართველომ ძალიან ბევრ მძლავრ ქვეყანას აჯობა. გუნდურში საქართველო მეექვსე ადგილზე გავიდა. ისიც იმიტომ,...
ჭდე: მორის ყვითელაშვილი
საქართველო მეშვიდეა
პეკინში მიმდინარე ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში პირველი დღის შემდეგ 10 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. გუნდური შეჯიბრება ოლიმპიადაზე მესამედ იმართება, ხოლო საქართველო 10 საუკეთესო ქვეყანაში პირველად მოხვდა. ფიგურული ციგურაობა გუნდურში ოთხ დისციპლინაში მიმდინარეობს. მათგან სამში მონაწილეები უკვე გამოვიდნენ. ჩვენი დელეგაციიდან მორის ყვითელაშვილმა (კაცები), გიორგი რევია-მარია კაზაკოვმ (რითმული ცეკვები) და ლუკა...
ორი საზამთრო ლიცენზია
შვედეთში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ 2022 წელს პეკინში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვა. პირველად ეს 17 წლის ალინა ურუშაძემ გაახერხა, რომელმაც თავისუფალ პროგრაში 109.12 ქულა და ჯამში მე-20 ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადის ლიცენზიისთვის საკმარისი აღმოჩნდა. თავისუფალ პროგრამაში უკეთ გამოვიდა მორის ყვითელაშვილი, რომელმაც 157.15 ქულა მიიღო და მე-12 შედეგი აჩვენა. ორი...
ყვითელაშვილმა მსოფლიო ჩააგდო
მორის ყვითელაშვილმა, რომელიც ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, ძალიან სუსტად იასპარეზა და ფინალში რის ვაი-ვაგლახით გავიდა. 26 წლის სპორტრსმენი ყინულზე ბოლო, 33-ე ნომრად გავიდა, რაც ნიშნავდა, რომ წესით ფავორიტთა შორის უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამი უხეში შეცდომა დაუშვა, მსაჯებისგან 74.66 ქულა (37.63+37.03) დაიმსახურა, რაც 21-ე შედეგი აღმოჩნდა. ფინალურ ჯგუფში კი მაინც მოხვდა,...
ურუშაძე ფინალშია
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა ალინა ურუშაძე ფინალურ რაუნდში გასვლა მოახერხა. ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა (32.36 ტექნიკური ელემენტებისთვის+27.53 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო, რაც მე-18 შედეგია. ფინალში კი, 24 საუკეთესო გავიდა. დღესვე, მსოფლიოს პირველობაზე ძალებს სპორტული წყვილები სცდიან და ყინულზე საქართველოს ნაკრების წევრების – 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და...




