ესპანურ და ფრანგულ პრესაშიც კიდევ ერთხელ დაიწერა, რომ ლეო მესის პსჟ-ში ადაპტაცია უჭირს. ამის შესახებ არგენტინელს უახლოესი მეგობარი ფეხბურთელებისთვის უთქვამს: სერხიო ბუსკეტსისთვის და ჟორდი ალბასთვის.და რაც მთავარია, ჩავისაც ესაუბრა.
მესი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში იყო და იაპონურ რესტორანში კატალონიელთა მწვრთნელთან ერთად ივახშმა.
ჩავი 42 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
El Confidencial წერს, რომ მესის პარიზში უჭირს მოტივირება, ასევე ვერ შეეგუა ამინდს, ახალ გარემოს.
პარიზში ცხოვრობს სახლში, რომელსაც არ აქვს საფეხბურთო მინდორი და აუზი, არადა ბარსელონაში ეს ყველაფერი ჰქონდა.
ვნახოთ, რა მოხდება.
ადრეც დაწერეს, რომ არაა გამორიცხული, მესი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს და ეს მართლაც ფურორი იქნება.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
